დღეს, ქალთა შორის ფუტსალში „ზამთრის თასის" დასავლეთის რეგიონის ორი 1/4 ფინალური შეხვედრა იყო დაგეგმილი თუმცა, ქუთაისის სპორტის სასახლეში, მხოლოდ ერთი ჩატარდა. ადგილობრივი „მართვე" ზუგდიდის „ფენიქსს" დაუპირისპირდა და 2-6 გაიმარჯვა.
როგოც მოსალოდნელი იყო, „მართვემ" უპირატესობა შეხვედრის პირველ ტაიმშივე მოიპოვა. ქუთაისელთაგან, გამოცდილმა ანა სინატაშვილმა ანგარიში, პირველივე წუთზე გახსნა. მე-3 წუთზე ანა ჯანელიძემ ის, ორამდე გაზარდა, მე-7 წუთზე, მარიამ ხარგელიას გოლით „მართვე" უკვე სამბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. მე-15 წუთზე კი, მარიამ ჟორჟოლიანის შემდეგ, იმერული კლუბი უკვე კომფორტულად ლიდერობდა.
ოთხი გოლი გავიდა მეორე ტაიმშიც თუმცა, ამ ჯერზე, გოლები ორივე გუნდის ანგარიშზე მოდის. ზუგდიდელთაგან თავი გვანცა ქუხილავამ და ანი ჯალაღონიამ გამოიჩინეს. „მართვედან" კი, დუბლი მარიამ შონიას ანგარიშზეა.
მეორე 1/4 ფინალში ქალთა ლიგა 2-ის წარმომადგენელი „რაჭა 2020", ქალთა ლიგაში დაბრუნებულ „ბათუმს" უნდა შეხვედროდა, თუმცა, თამაში არ შედგა. დიდთოვლობის გამო რაჭველებმა ქუთაისში ჩამოსვლა ვერ მოახერხეს, შესაბამისად მათ ტექნიკური წაგება 0-5 ჩაეთვალათ. 1/2 ფინალში კი, „ბათუმი" გავიდა.
ამრიგად, დასავლეთის ზონაში 1/2 ფინალში ერთმანეთს „ბათუმი" და „მართვე" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 27 თებერვალს, 15:00 საათზე კვლავ ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ მეორე ფინალისტი აღმოსავლეთი ზონიდან 28 თებერვალს, თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში გაირკვევა.
სტატიაში გამოყენებულია სფფ-ს (დავით კოხრეიძის) ფოტო