საქართვეოლოს 17-წლამდე გოგონებმა სომეხი თანატოლები 0-5 დაამარცხეს
საქართვეოლოს 17-წლამდე გოგონებმა სომეხი თანატოლები 0-5 დაამარცხეს
23.02.2023
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა, ერევანში, სომხეთის ასაკობრივ ნაკრებთან პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. სალომე ხუბულურის გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით,0-5 დაამარცხა.


მატჩის მე-13 წუთზე ზუსტად შესრულებული პენალტით ანგარიში ნინო ბუხრიკიძემ გახსნა. 34-ე წუთზე საქართველოს ნაკრების უპირატესობა ორამდე ნათია ჯოჯუამ გაზარდა. 47-ე წუთზე ლიზი კანკიამ მესამე გოლი გაიტანა მასპინძელთა კარში. 52-ე წუთზე ნინო ბუხრიკიძემ დუბლი გაიფორმა, ხოლო მატჩის საბოლოო ანგარიში თინათინ ამბალიამ დააფიქსირა.


საქართველოს და სომხეთის 17-წლამდე ნაკრებების მეორე ამხანაგური მატჩი 25 თებერვალს, კვლავ ერევანში გაიმართება.


სომხეთის 17-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩები ჩვენი გუნდისთვის გაზაფხულზე გასამართი ოფიციალური შეხვედრებისთვის მოსამზადებელი ეტაპია. 12 და 15 მარტს, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბ ლიგის ფარგლებში ისრაელს და შოტლანდიას დაუპირისპირდება.