ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე „დინამო თბილისს“ ავრაამ გრანტი ესტუმრა
ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე „დინამო თბილისს“ ავრაამ გრანტი ესტუმრა
22.02.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ისრაელის ეროვნული ნაკრებისა და „ჩელსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი დღეს, საქართველოს 19-გზის ჩემპიონს სტუმრობდა. ავრაამ გრანტი თბილისში, „დინამო თბილისის" პრეზიდენტის რომან ფიფიას სპეციალური მოწვევით ამოვიდა.

მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი საფეხბურთო სპეციალისტი თავდაპირველად „დინამოს აკადემიაში" გამოჩნდა და იქ, ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და აკადემიის ხელმძღვანელობას შეხვდა. მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.


 „დინამო თბილისის" მფლობელი ჩემი მეგობარია და მასთან სტუმრად ჩამოვედი. ამას გარდა, მსურდა ბატონ კარასკოსთან და აკადემიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. მე აკადემიიდან დავიწყე მწვრთნელობა, 13 წლის  მანძილზე ვიყავი და ახლა, მსიამოვნებს აქ ყოფნა. აქაურობა, გარემომ, ფოტოებმა, ინფრასტრუქტურამ, აქ მყოფმა ხალხმა, საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კარგი იდეაა, კარაკოსთვის აქაური საქმეების ჩაბარება. კარაკსო ესპანელი კაცია. ვფიქრობ, რომ ესპანური ფეხბურთი, რაღაცით ქართულს წააგავს, ტექნიკური ფეხბურთელები არიან ორივეგან და ამან საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დიდი კლუბია", - ამბობს ავრაამ გრანტი, „დინამო თბილისის" პრეს-სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 


ავრაამ გრანტმა ისაუბრა ხვიჩა კვარაცხელიაზეც და ცალსახად აღნიშნა, რომ ქართველი არც თუ შორსაა იყო მსოფლიოს ტოპ ფეხბურთელებს შორისო. ​აკადემიაში ვიზიტის შემდეგ კი, „დინამო თბილისის" კლუბის მფლობელის პირადი სტუმარი,  მთავარი გუნდის საწვრთნელ ბაზას ეწვია და იქ, თბილისელთა ვარჯიშსაც დაესწრო.



სკ „დინამო თბილისის' ფოტო