დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ქალთა შორის ფუტსალში, „ზამთრის თასის" აღმოსავლეთი ზონის 1/4 ფინალური შეხვედრები გაიმართა.
პირველ მატჩში, სოხუმის „დინამო" „კვარტალს" დაუპირისპირდა. საკმაოდ დაძაბული, საინტერესო და დრამატული შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 4-4 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად, ორი დამატებითი ტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, „კვარტალი" იგებდა, ანგარიშით 2-4. თუმცა, დარჩენილ დროში 1 წუთიან მონაკვეთში ლელა ჭიჭინაძემ, ორი გოლის გატანა და გათანაბრება მოახერხა. ჭიჭინაძემ დააწინაურა დამატებით დროში სოხუმელები. „კვარტალის" გამოცდილმა ფეხბურთელმა ნინო პასიკაშვილმა კი, კიდევ ერთხელ გაათანაბრა, 5-5. საბოლოოდ, დინამოელებს გამარჯვება მეგი ეჯიბიას გოლმა მოუტანა მეორე დამატებითი დროის მიწურულს, როდესაც ანგარიში 6-5 გახდა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ჭიჭინაძემ დღეს პოკერი შეასრულა. ორი თამაშის ჯამში კი, საქართველოს ქალთა ჩემპიონატის 2022 წლის გოლეადორის ანგარიშზე უკვე 8 გოლია.
კვლავ დიდი ანგარიშით, ამჯერად წალკის „ეძანი" დაამარცხა დღეს, „სამეგრელომ" 2-10. გივი კვარაცხელიას გაწვრთნილი გუნდიდან, გოლები ხუთმა ფეხბურთელმა გაიტანა, 3-3 ელენე კახნიაშვილისა და ლიზი მწყერაშვილის ანგარიშზეა, 2 გოლი მაიკო ბებიამ გაიტანა, თითო კი, ელენე ენჯიბაძემ და მარიამ ჯანიკაშვილმა. წალკელთაგან, „სამგურალის" კარი მარი გობაძემ და თეონა გორგაძემ აიღეს. აღსანიშნავია, რომ ორი მატჩის შედმეგ, ვიდრე დასავლეთის ზონის 1/4 ფინალები ჩატარდება, „ზამთრის თასის" ბომბარდირთა დავას 9 გატანილი გოლით, სწორედ, „სამეგრელოს" ფეხბურთელი, მაიკო ბებია უდგას სათავეში.
აღმოსავლეთ ზონის 1/2 ფინალში ახლა, ერთმანეთს, სოხუმის „დინამო" და ჩხოროწყუს „სამეგრელო" დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრა კიდევ ერთი გარემოების გამოც არის საინტერესო. სწორედ ამ მატჩში ვიხილავთ, მიმდინარე გათამაშების ბომბარდირთა დავაში მეტოქეების დუელს. შეხვედრა, 28 თებერვალს არის დაგეგმილი.
მანამდე კი, 23 თებერვალს, 1/2 ფინალისტები დასავლეთ ზონაში გამოვლინდებიან, სადაც, „რაჭა 2020" - „ბათუმს", „ფენიქსი" კი, „მართვეს" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ დასავლეთის ზონის თამაშები ქუთაისის სპორტის სასახლეში ტარდება.