ქართული საფეხბურთო ლეგიონის მორიგი საკლუბო ტური
ქართული საფეხბურთო ლეგიონის მორიგი საკლუბო ტური
21.02.2023
ავტორი: სფფ / დიმა ნებიერიძე

ვიდრე, კვარას „ნაპოლი" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩის სათამაშოდ გამოვა, ალბათ კიდევ გვაქვს დრო, ქართული საფეხბურთო ლეგიონის უიქ-ენდი შევაჯამოთ.

იტალიის სერია ა-ში „ნაპოლიმ" მორიგი 3 ქულა მოიპოვა. ლუჩიანო სპალეტის გუნდმა ამჯერად სტუმრად „სასუოლო" დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ, ამ შეხვედრაში ანგარიში სოლო რეიდით და ლამაზი გოლით გახსნა.


პოლონურ ექსტრაკლასაში „კრაკოვიამ",  საშინაო გამარჯვება იზეიმა. ოთარ კაკაბაძის გუნდმა სტალ „მიელეცი" 2-1 დაამარცხა. ოთარის ანგარიშზე გოლი და საგოლე გადაცემაა.


კვიპროსზე, ნიქოზიის „აპოელი" მორიგ შეხვედრაში „დოქსას" დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა, მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი ლაშა დვალმა გაიტანა.


ესპანური „ვალენსია" ტურის ბოლო შეხვედრაში „ხეტაფესთან" დამარცხდა. თუმცა, წაგებული მატჩის მიუხედავად ღამურების რიგებში გიორგი მამარდაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული იყო.


ბუნებრივია, სანაკრებო თამაშებამდე სულ ცოტა და ცოტა დრო რჩება და ჩვენც, სისტემატურად შევეცდებით, ქართული ლეგიონის შესახებ ინფორმაციები მოგაწოდოთ.