11 მარტს ქალთა ლიგის ახალი, 2023 წლის სეზონი დაიწყება. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 8 გუნდი - ჩხოროწყუს „სამეგრელო", „ლანჩხუთი", სოხუმის „დინამო", ხობის „კოლხეთი", „მართვე", „ნორჩი დინამო", „კვარტალი" და „ბათუმი".
ტრადიციულად, გათამაშება ორ წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც გუნდები შედეგების მიხედვით ორ, ქვედა და ზედა ჯგუფებად გადანაწილდებიან. ზედა ჯგუფი, ასევე ორ წრედ, ბრძოლას მედლებისთვის გააგრძელებს. ქვედა ჯგუფი კი, ქალთა ლიგაში სამი ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.
პირველი ტურის შეხვედრებში, ქალთა ლიგის 2022 წლის ზედა ჯგუფის გუნდები, ამავე სეზონის შედეგების მიხედვით, სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებს უმასპინძლებენ. აღსანიშნავია, რომ ამ ტურში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „სამეგრელო", ჩხოროწყუში, ბოდნო პაპასკირის სახელობის სტადიონზე, ძლიერთა შორის დაბრუნებულ „ბათუმს" დაუპირისპირდება.
„სამეგრელო" - „ბათუმი"
„ლანჩხუთი" - „ნორჩი დინამო"
„დინამო" სოხუმი - „კვარტალი"
„კოლხეთი" ხობი - „მართვე"
გათამაშების სრული კალენდარი იხილეთ ბმულზე.
სტატიაში გამოყენერბულია სფფ -ს (მარიმ კეთილაძე), გელა პატარაიასა და ირაკლი ინასარიძის ფოტოები