შერმადინის 20 ქულა თასის ფინალში გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა
შერმადინის 20 ქულა თასის ფინალში გასამარჯვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა
20.02.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

გიორგი შერმადინს გულით უნდოდა ესპანეთის სამეფო თასის მოგება და საამისოდ ყველაფერი გააკეთა. ქართველი ცენტრი მატჩის სტატისტიკური ლიდერი გახლდათ, თუცა მისი გუნდი ტენერიფე ფინალში მაინც დამარცხდა. უნიკახამ დაძაბულ ბრძოლაში - 83:80 მოუგო ტენერიფეს და ესპანეთის სამეფო თასის გამაჯვებული გახდა.


შერმადინმა მოედანზე ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი - 32:06 წუთი დაჰყო და 20 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.


გიორგიმ 8-დან 7 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 7-ჯერ დაჯარიმდნენ.


შედეგად, ვეტერანი ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა და ეს, მატჩის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.


შეგახსენებთ, რომ ტენერიფელებმა სამეფო თასის მეოთხედფინალში გრან კანარიას 89:73 სძლიეს, ნახევარფინალში ხუვენტუტი 73:72 დაამარცხეს, გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა კი ვეღარ მოახერხეს.