ქართველი ხმლით მოფარიკავე გოგონების წარმატება იუნიორთა მსოფლიო თასზე
19.02.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი
დღეს ბათუმში მიმდინარე ხმლით მოფარიკავე იუნიორთა მსოფლიო თასზე წარმატებით იასპარეზა საქართველო გოგონათა ნაკრებმა. ალექსანდრა კუვაევამ, მარიამ ტუღუშმა, მარი კაკოიშვილმა და ევა აჰამიანიმ ფინალში იასპარეზეს და საბოლოოდ ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
ჩვენმა გოგონებმა ფინალამდე, შემდეგი გზა გაიარეს:
T8 / საქართველო - აზერბაიჯანი 45-24
1/2 ფინალი / საქართველო - თურქეთი 45-27
ფინალი / საქართველო - უზბეკეთი 41-45
ტურნირის გამარჯვებული კი, უზბეკეთის გოგონათა ნაკრები გახდა. მესამე ადგილზე თურქ გოგონათა ნაკრები გავიდა.
ტურნირის სტატისტიკა
საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ფოტოები