საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი საბა ლობჟანიძე კარიერას სტამბოლის „ქარაგიუმრიუქში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სფფ-ს სანაკრებო გვერდი აგრძელებს. მოგეხსენებათ, 6 თებერვალს, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ თურქული სუპერლიგისა და სხვა პირველობების კლუბებსაც გარკვეული წილი პრობლემები შეექმნათ. აღნიშნულ კლუბთაგან, ყველაზე მეტად „ჰათაისფორი" დაზარალდა, გუნდი, რომლის ფერებსაც საბა ლობჟანიძე იცავდა და რომლის შემადგენლობიდან ლეგიონერი კრისტიან ატსუ, კლუბის ერთ-ერთი მენეჯერი, რესტორნის თანამშრომელი და ასაკობრივი გუნდის წევრები დაიღუპნენ.
გემახსოვრებათ და ჩვენც ვწერდით, რომ მეზობელი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციაში 10 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მიწისძვრის რეგიონში 10 პროვინციაში (ქაჰრამანმარაშში, გაზიანთეფში, მალათიაში, დიარბაქირში, ქილისში, შანლიურფაში, ადიამანში, ჰათაიში, ოსმანიეში, ადანაში) საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ასევე, აღნიშნული რეგიონებიდან გუნდებს, თურქეთის ჩემპიონატის სხვადსხვა გუნდებს, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული კლუბებიდან ფეხბურთელების და მათ შორის, ლეგიონერების დამატების უფლება მისცეს.
ამასთან, ლეგიონერებთან დაკავშირებით TFF იძლევა რეკომენდაციას და ნებართვას, კლუბებმა დაზარალებული რეგიონებიდან მაქსიმუმ 2-2 ფეხბურთელი დაიმატონ სეზონის ბოლომდე. უშუალოდ, იმისთვის, რომ არ დაირღვეს, უკვე მოქმედი ე.წ. „ლეგიონერების შესახებ" კანონი, ახალი გარემოებით, დამატებული ლეგიონერებიდან, თამაშის პროცესში, ერთდროულად ორივე ვერ მიიღებს მონაწილეობას. როგორც ჩანს, თურქეთის ფეხბურთს ფედერაციამ ამ გადაწყვეტილებით დაიცვა ე.წ „სუპერლიგაში" მოქმედი უკვე არსებული წესი, რომლის მიხედვითაც ერთდროულად მინდორზე ყოფნა 8 ფეხბურთელს ჰქონდა, ახლა, „დაზარალებული" გუნდის ფეხბურთელთან ერთად კლუბის უკვე „სტაჟიან" 8 ლეგიონერს შეუძლია. აქვე გეტყვით, რომ კლუბებს ფეხბურთელების დამატების თაობაზე, განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 18 თებერვალი ჰქონდათ.
ფოტო: @Hatayspor