„ჰათაიასფორმა“ კრისტიან ატსუს დაღუპვის შესახებ ოფიციალურად განაცხადა
„ჰათაიასფორმა“ კრისტიან ატსუს დაღუპვის შესახებ ოფიციალურად განაცხადა
18.02.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თურქულმა „ჰათაიასფორმა" სოციალურ ქსელში სიჩუმე დაარღვია. 5 თებერვლის შემდეგ, როდესაც თურქულს სუპერლიგაში, კრისტიან ატსუს მიერ გატანილი გოლის წყალობით მოგებული მატის აღმნიშვნელი სტატუსი გამოაქვეყნა დღეს პირველად, მორიგი სტატუსები „დადო". უპირველესად შეცვალა გვერდის ფერები და პირველად დაწერა დანაკლისის შესახებ, რომელიც 6 თებერვლის მიწისძვრის შემდეგ დაატყდა თავს. 

„ძალიან გვტკივა დანაკლისი. ნანგრევებში მოყოლილი ჩვენი გუნდის ფეხბურთელის კრისტიან ატსუს სამშობლოში, განაში გადასვენების პროცესი უკვე დაწყებულია. ატსუ, ჩვენ არასდროს დაგვავიწყდები. კარგო ადამიანო. მშვიდი განსასვენებელი შენ. სიტყვები არ გვყოფნის მწუხარების გამოსახატად", - წერია გვერდის სოციალურ ქსელში.


ატსუს, რომელიც 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, საცხოვრებელი შენობის ნანგრევებში აღმოჩნდა და ვერ პოულობდნენ, მაშველებმა როგორც იქნა მიაგნეს. თუმცა, ფეხბურთელი გარდაცვლილი იყო. მაშველებმა იპოვეს ონურ აქდენიზის ცხედარიც, გუნდის ერთ-ერთი მენეჯერის, რომელიც ასევე, 6 თებერვლის მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში იყო მოყოლილი.


გვერდმა დღეს, გუნდის კიდევ რამდენიმე დანაკლისზე გააკეთა განცხადება.