საქართველოს კალათბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლი შეხვედრებისთვის შეიკრიბა
საქართველოს კალათბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლი შეხვედრებისთვის შეიკრიბა
17.02.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

როგორც დაანონსებული იყო ილიას ზუროსის გუნდი დღეს, „თბილისი არენაზე", კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო ფანჯარაში გასამართი შეხვედრებისთვის შეიკრიბა. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, ვარჯიში გაფართოებული, თუმცა, არასრული შემადგენლობით დაიწყო. ქართველი ქომაგისთვის ცნობილია, რომ გუნდის კაპიტანი, თორნიკე შენგელია, უშუალოდ თამაშების დროს მოახერხებს, ნაკრებთან ერთად ყოფნას. გიორგი შერმადინს კი, დღეს, მნიშვნელოვანი მატჩი აქვს ჩასატარებელი. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ცნობით, შერმო, ისევე როგორც ბექა ბურჯანაძე და თად მაკფადენი, გუნდს ნიდერლანდებში შეუერთდებიან.

უკვე ხვალიდან, სავარჯიშო პროცესს შეუერთდება დუდა სანაძე. ხოლო გიორგი კორსანტიას საკითხი მისი გუნდის შედეგზეა დამოკიდებული, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის თასზე ასპარეზობს და თუ მომდევნო ეტაპზე გავიდა, კორსანტია ეროვნულ გუნდს ნიდერლანდებში შეუერთდება.


შესაბამისად, ზუროსს დღეს, ნაკრებში გამოძახებული 14 მოთამაშის ნაცვლად, მხოლოდ 8 ჰყავდა. გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, გივი ბაქრაძე, კახა ჯინჭარაძე, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ბექა ბექაური და ილია ლონდარიძე. შესაბამისად ზუროსმა, სუპერლიგაში მოთამაშე კიდევ 2 სპორტსმენს მისცა, სანაკრებო შეკრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა. გუნდთან ერთად დღეს, „რუსთავიდან" გუგა პატაშური და „კავკასიიდან" ნიკოლოზ გაფრინდაშვილიც იყვნენ.


შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები 23 თებერვალს ალმერეში ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდება და მატჩი, თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება, ხოლო საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლი, დასკვნით მატჩში თბილისში ისლანდიას დაუპირისპირდება.  შეხვედრა თბილისი არენაზე 20:00 საათზე დაიწყება.


ორივე მატჩის მოგების შემთხვევაში, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები, ქართული კალათბურთის ისტორიაში პირველად მოახერხებს მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე იასპარეზოს.


ამ შემადგენლობით ზუროსის გუნდი თბილისში კიდევ 2 დღეს ივარჯიშებს, ამის შემდეგ, სამწვრთნელო შტაბი ნიდერლანდებში იმ 7 კალათბურთელს წაიყვანს, რომლებსაც ზემოთხსენებული 5 ადგილზე შეუერთდება.



საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ფოტო