2023 წლის გრან სლემების სერია გრძელდება
2023 წლის გრან სლემების სერია გრძელდება
15.02.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალიდან, სამი დღის მანძილზე ისრაელი, თელ-ავივის გრან სლემს უმასპინძლებს. IJF-ის მსოფლიო ტურის მორიგ შეჯიბრზე საქართველო 6 სპორტსმენი 5 წონით კატეგორიაში იქნება წარმოდგენილი.

-60 კგ ლუხუმ ჩხვიმიანი

-66 კგ ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა ნადირაძე

-73 კგ მიხეილ ბახბახაშვილი

-90 კგ ბექა ღვინიაშვილი

-100 კგ ვარლამ ლიპარტელიანი.


ქართული გუნდისთვის შედარებით წარმომადგენლობითი იქნება გრანს სლემის მორიგი ეტაპი, რომელსაც ტაშკენტი 3-5 მარტს უმასპინძლებს. აქ, საქართველო ნაკრები, მამაკაცთა შორის 10 ძიუდოისტს გამოუშვებს. მათ შორის სამს, ლუხუმს, ბექას და ვარლამს ზედიზედ მეორე გრან სლემის ჭიდაობა მოუწევთ. ტაშკენტის გრან სლემზე ამ მომენტისთვის წარმომადგენელი მხოლოდ -73 კგ წონით კატეგორიაში არ გვეყოლება. სამაგიეროდ, ტაშკენტში ორი გოგონა ეთო ლიპარტელიანი და სოფიო სომხიშვილი, მედლების მოგებას შეეცდებიან.


საერთო ჯამში, IJF-ის ვებ გვერდზე ქართული გუნდი შემდეგი შემადგენლობით არის დარეგისტრირებული:

-60 კგ  ლუხუმ ჩხვიმიანი

-66 კგ ბაგრატ ნინიაშვილი

-81 კგ ლევან გუგავა

-90 კგ ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი

-100 კგ ონისე სანებლიძე, ვარლამ ლიპარტელიანი

+100 კგ გელა ზაალიშვილი

-57 კგ ეთერ ლიპარტელიანი

+78კგ სოფიო სომხიშვილი


მომავალი თვის ბოლოს კი IJF-ის მორიგი გრან სლემი უკვე თბილისში გაიმართება.