რამდენიმე დღეში, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები გადამწყვეტი თამაშებისთვის შეიკრიბება. ილიას ზუროსის გუნდი ერთად, თუმცა, არასრული შემადგენლობით პირველად 17 თებერვალს, „თბილისი არენაზე" ივარჯიშებს. საქართველოს ნაკრებს, ისტორიის მორიგი ახალი ფურცლის დასაწერად, ფიბა-ს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გასასვლელად ორი დარჩენილი შეხვედრის მოგება სჭირდება. ეს შეხვედრები კი, დროის მოკლე პერიოდში, 23 თებერვალს ალმერეში ნიდერლანდებს შეხვდება, 26 თებერვალს კი, შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს თბილისში, „თბილისი არენაზე" უშუალო კონკურენტს ისლანდიას დაუპირისპირდება.
უკვე ცნობილია, რომ გათამაშების ამ ეტაპზე გუნდს ოკეანის გადაღმა მყოფი ორი ლეგიონერი სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე ვერ დაეხმარებიან. თუმცა, ნაკრებთან ერთად სხვა ყველა ლეგიონერი იქნება. მათ შორის კაპიტანი, თორნიკე შენგელიაც. ილიას ზუროსმა დღეს, დარჩენილი თამაშებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა: ესპანურ ენდესაში მოთამაშე გიორგი შერმადინი, თად მაკფადენი და რატი ანდრონიკაშვილი, კვიპროსში მოთამაშე დუდა სანაძე, ჩრდ. მაკედონიიდან გიორგი კორსანტია, ხოლო იტალიის სერია A-დან ბექა ბურჯანაძე და თორნიკე შენგელია. ბუნებრივია, ილიას ზუროსმა, არც ამჯერად აარიდა თავის ეროვნული ჩემპიონატიდან ქართველი კალათბურთელების გამოძახებას და გაფართოებულ შემადგენლობაში, სუპერლიგაში მოთამაშე, 7 კალათბურთელსაც დაუძახა: გიორგი ცინცაძე, ბექა ბექაური, მიხეილ ბერიშვილი (სამივე თსუ), კახა ჯინჭარაძე (ქუთაისი), მერაბ ბოქოლიშვილი (რუსთავი), ილია ლონდარიძე (კავკასია) და გივი ბაქრაძე (ოლიმპი).
ნიდერლანდებში ზუროსის გუნდი, 11 კალათბურთელის შემადგენლობით 20 თებერვალს, გამთენიისას გაემგზავრება. იქ, მათ მოგვიანებით შეუერთდება გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელსაც ამ საკალათბურთო ფანჯრისთვის ძალზედ გადატვირთული გრაფიკი აქვს და ნიდერლანდებთან მატჩში, ამსტერდამიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქ ალმერეს „ტოპსპორტცენტრუმ არენაზე" 23 თებერვალს, თბილისის დროით 22:30 მიიღებს მონაწილეობას. ამის შემდეგ, თოკო, იტალიაში დაბრუნდება და უკვე, მომდევნო დღეს, ევროლიგის შეხვედრას გამართავს „ვირტუსის" შემადგენლობაში. ამის შემდეგ კაპიტანი, თბილისში ჩამოვა და 26 თებერვალს „თბილისი არენაზე" გუნდთან ერთად, ფიბას მსოფლიოს 2023 წლის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას ჩაატარებს.
თოკოს ეს ურთულესი გრაფიკი, რაც საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიულად მნიშვნელოვანია, დიდი ალბათობით, სტიმული გახდება გუნდის სხვა წევრებისთვის. და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით სამ ქვეყანაში - იაპონიაში, ფილიპინებსა და ინდონეზიაში გაიმართება. ფინალურ ეტაპს კი, იაპონიაში გაიმართება.
და ბოლოს, დაელოდეთ! რამდენიმე დღეში, ჩვენს გვერდზე თოკო დასვამს შეკითხვებს, თქვენ უნდა მოახეხროთ და პირველმა გასცეთ სწორი პასუხი. კითხვა რამდენიმეა. გამარჯვებით კი, ის გაიმარჯვებს და საჩუქარსაც მიიღებს, ვინც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გასცემს თოკოს მიერ დასმულ შეკითხვებს და თანაც, პირველი...