ბოლო მონაცემებით თურქეთსა და სირიაში მიწისძვრით გარდაცვლილთა რიცხვმა უკვე გადააჭარბა 29000-ს. დედამიწის ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი თუ ორგანიზაცია, ახლა, ჩვენი მეზობელი თურქეთის დახმარებას ცდილობს. გამონაკლისი არც უეფა არის. ევროპული ფეხბურთის მთავარი სახლი უკვე აანონსებს, რომ, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2023 წლის დასკვნით კვირაში, რომელის ეპიცენტრი სტამბული არის, დამატებითი ფინანსების მოსაძიებლად სხვადასხვა აქტივობებს დაგეგმავს. მოგეხსენებათ, რომ წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალს სწორედ, სტამბულის ათა თურქის სახელობის ოლიმპიური სტადიონი მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ სტამბულში ჩემპიონთა ლიგის ფინალი კოვიდ-რეგულაციების გამო გადაიდო.
მანამდე კი, უეფა-მ და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციამ უეფა-ს ბავშვთა ფონდმა 200 000 ევროს პირველადი შენატანი გააკეთეს თურქეთსა და სირიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დაზარალებულთა დასახმარებლად. ამ მიზნით, უეფა-მ 150 000 ევრო თურქეთის ფეხბურთის ფედერაციას (TFF) გადაურიცხა. 50 000 ევრო კი, ჩარიცხა „ბონიანისა" და „თიაფის" (საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობს), ორი არასამთავრობო ანგარიშზე ჩარიცხა, რომლებიც, თურქეთსა და სირიაში სტიქიის მოწინავე ხაზზე მუშაობენ.
უეფა ასევე იტყობინება, რომ აქტიურად მუშაობს წევრ ორგანიზაციებთან, რადგან მოხერხდეს, ფონდში უეფა- უეფა-ს კალათის შევსება. ეს ფონდი სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად არის შექმნილი.
„უეფა-ს ეს შენატანი არის მომხდარ ტრაგედიასთან გასამკლავებლად საჭირო მყისიერი რეაგირებისთვის", - ამბობს ალექსანდერ ჩეფერინი, უეფა-ს პრეზიდენტი, საგანგებო განცხადებაში, რომელსაც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მთავარი ვებ-გვერდი ავრცელებს. „მე ასევე მინდა მადლობა გადავუხადო, ჩვენს წევრ ორგანიზაციებს, სწრაფი და თანადგომის გამომხატველი რეაქციისთვის. მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი დაზარალებულების მიმართ იჩენენ".
მომავალში, უეფა გააგრძელებს თურქეთისა და სირიის მხარდაჭერას. ამავდროულად, უეფა მოუწოდებს მისი სახელით მომავალ კვირაში დაგეგმილ საკლუბო ევროტურნირების ყველა ფლეი-ოფის მატჩის წინ, სტადიონებზე მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
ამასობაში, თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება დაღუპულ ფეხბურთელებზე (მამაკაცები და ქალები), კლუბების ტექნიკურ მენეჯერებზე, აპარატის თანამშრომლებზე, მსაჯებზე... მეზობელი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია, 10 თებერვალს გამართული შეხვედრის გადაწყვეტილებასაც აქვეყნებს, სადაც მიწისძვრის რეგიონში 10 პროვინციაში (ქაჰრამანმარაშში, გაზიანთეფში, მალათიაში, დიარბაქირში, ქილისში, შანლიურფაში, ადიამანში, ჰათაიში, ოსმანიეში, ადანაში) საგანგებო მდგომარეობას აცხადებს და აღნიშნული რეგიონებიდან გუნდებს, შემდგომი მოქმედების წესებს აცნობს. ერთი დეტალი, თურქეთის ჩემპიონატებში მოასპარეზე კლუბებს უფლება აქვთ დაზარალებული რეგიონებიდან ფეხბურთელების დამატების. რაც შეეხება, თურქული ჩემპიონატის ლეგიონერებს, აქ, TFF იძლევა რეკომენდაციას და ნებართვას, კლუბებმა დაზარალებული რეგიონებიდან მაქსიმუმ 2-2 ფეხბურთელი დაიმატონ სეზონის ბოლომდე.
სტატია მომზადებულია @UEFA - სა და @TFF-ს პუბლიკაციების მიხედვით
ასევე გამოყენებულია @Anadolu Agancy-სა და @dailysabah.com (credit google AP)-ის ფოტოები