შენგელიამ ბარსელონას ბოლონიაში 10 ქულა ჩაუგდო
10.02.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია
თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა" ევროლიგის მორიგ ტურში ბოლონიაში „ბარსელონას" უმასპინძლა. პირველი წრის მატჩი, რომელიც კატალონიაში გაიმართა, შენგელიას თანაგუნდელებს ჰქონდათ მოგებული. ამჯერად გამარჯვება კატალონიელებს დარჩათ, რომლებმაც შეხვედრა დამაჯერებლადა მოიგეს - 92:75.
შენგელიამ მოედანზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 4 მოხსნა და ერთი დაფარება დააგროვა. 5-დან ოთხი ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. „ბარსელონას" ნიკოლა მიროტიჩმა ულიდერა, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო.
„ვირტუსი" მომდევნო მატჩს 24 თებერვალს შინ „ბასკონიასთან" გამართავს.
ვიდეო-კოლაჟი მატჩიდან