ქალები ახალ სეზონს ახალი ტურნირით იწყებენ
ქალები ახალ სეზონს ახალი ტურნირით იწყებენ
08.02.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ახალი ტურნირის ათვლა დაიწყო. საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაცია, ქვეყნის ფუტსალის ასოციაციასთან ერთად, 2023 წლის 15 თებერვლიდან ახალ ქალთა ტურნირს იწყებს. „ზამთრის თასის" სადებიუტო სეზონში, რომელიც წელს პირველად ჩატარდება16 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ რეგიონალურ ზონად არიან გადანაწილებულნი და წილისყრის შედეგად გამოვლენილი წყვილები, ერთრაუნდიან დაპირისპირებაში, ოლიმპიური სისტემით გაიკვლევენ გზას მედლებისკენ.

პირველი შეხვედრების შემდეგ, თითო რეგიონალურ ზონაში გაირკვევა 4 საუკეთესო, რომლებიც მარტივი პრინციპით - პირველ წყვილში გამარჯვებული მეორე წყვილის საუკეთესოს შეხვდება, მესამე კი, მეოთხეს. სწორედ, ასე გამოვლინდებიან 1/4 ფინალში გამარჯვებულები, რომლებიც შემდეგ უკვე 1/2 ფინალებში ფინალისტების ვინაობას გაარკვევენ.  ამ ეტაპზე სფფ-ს ოფიციალური გვერდი არ აკონკრეტებს თუ სად გაიმართება ფინალური შეხვედრა. რაც შეეხება, რეგიონალურ ეტაპებს, დასავლეთის ზონას, თამაშების გამართვა ქუთაისში, აღმოსავლელებს კი, თბილისში მოუწევთ.


დასავლეთი

1. „ფენიქსი" ზუგდიდი - „გორი იუნაიტედი"

2. „კოლხეთი" ხობი - „მართვე" ქუთაისი

3. „ივერია" ხაშური - „რაჭა 2020"

4. „ელიტა 2" - ქსკ „ბათუმი"


აღმოსავლეთი

1. „სამღერეთი" - „ეძანი"

2." სამეგრელო" - „ელიტა 2021"

3. „ნორჩი დინამო" - „დინამო" სოხუმი

4. „კვარტალი" - „დიდგორი"