ქართველებმა IJF-ს ოთხი ნომინაცია მოიგეს!
ქართველებმა IJF-ს ოთხი ნომინაცია მოიგეს!
05.02.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

IJF- ის ვერსიით ტატო გრიგალაშვილი 2022 წლის საუკეთესო ძიუდოისტია. ტატომ, მატეას კასესთან ერთად, 2022 წლის მომენტიც მოიგო. გასული წლის საუკეთესო იპონად შეფასდა ბექა ღვინიაშვილის მიერ უნგრეთის გრან სლემის დროს გაკეთებული გდება. ლაშა გუჯეჯიანი, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კი, 2022 წელს  საუკეთესოდ დასახელდა მწვრთნელის  მიღწევისთვის.


დღეს პარიზში, IJF-ის გრან სლემების სერიის პირველი ტურნირის ბოლო ფინალური ბლოკის დაწყებამდე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2022 წლის საუკეთესო ჯუდოკები დაასახელა. აღნიშნულ გამოკითხვაში ნებისმიერ გულშემატკივარს 2023 წლის 12 იანვრიდან 31 იანვრამდე სასურველი კანდიდატისთვის 8 ნომინაციაში შეეძლოთ ხმის მისცემა. აღსანიშნავია, რომ 8 ნომინაციიდან, ოთხში საქართველოს წარმომადგენლები იბრძოდნენ წლის საუკეთესოები გამხდარიყვნენ.



აღნიშნული 4 ნომინაციის გარდა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, დღეს გამარჯვებულები კიდევ, ოთხ ნომინაციაში 2022 წლის ამომავალი ვარსკლავი (ასუნტა სკუტო, იტალია),  2022 წელს პროექტი - ჯუდო ბავშვებისთვის  (ძიუდო სკოლებში - იტალია), ჯუდო მშვიდობისთვის (ვაისბადენის ძიუდოს კლუბი, რომელმაც უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა) და 022 წლის საუკეთესო ქალი ჯუდოკა (იუტა აბე) დააჯილდოვეს.




ფოტოები აღებულია IJF-ის დაჯილდოების ლაივ-სტრიმიდან