საქართველოს ფუტსალის ეროვნული და 19-წლამდე ნაკრები გუნდები თბილისში ამხანაგურ შეხვედრებს ჩაატარებენ.
ავთანდილ ასათიანის გუნდი, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მოლდოვის წინააღმდეგ ორ შეხვედრას გამართავს. მატჩები 8 და 9 თებერვალს ჩატარდება და ორივე შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
მოახლოებული თამაშებისთვის საქართველოს ნაკრები ლეგიონერების გარეშე მოემზადება. ავთანდილ ასათიანმა საქართველოს ფუტსალის ლიგაში მოთამაშე 15 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თორნიკე ბუკია (კსუ, თბილისი), ვახტანგ ტარუნაშვილი (არმია, თბილისი), ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი)
წინა ხაზი: შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ირაკლი თოდუა (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი) ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), გიორგი ქურდაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ნიკა გაბრიჩიძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი) დავით ხეჩიკაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), ჯანიკო გიორგაია (თსუ, თბილისი), ნიკა კურტანიძე (პსპ, თბილისი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ, თბილისი), ნიკა ხარატიშვილი (კსუ, თბილისი).
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგი
8 თებერვალი | 18:00 | საქართველო - მოლდოვა
9 თებერვალი | 18:00 | საქართველო - მოლდოვა
როვნული ნაკრების მსგავსად, ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით სადებიუტო მატჩებს გამართავს საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრები, რომელიც მოლდოვის ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრები 7 და 8 თებერვალს გაიმართება. ამხანაგური მატჩებისთვის ბესარიონ არველაძემ 15 ფეხბურთელი გამოიძახა.
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიგი ლომაია (მართვე, ქუთაისი), ლუკა ცაბაურაშვილი (ს.ლ. აკადემია), ქურდაძე გიორგი (სეუ)
წინა ხაზი: გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა), შოთა ანდღულაძე (35-ე სკოლა), საბა დავითულიანი (დინამო თბილისი), ლუკა კაციტაძე (დინამო თბილისი), საბა ელბაქიძე (დინამო თბილისი), დავით კაკუბავა (ს.ლ. აკადემია), დავით მარგველაშვილი (ქუთაისი), გიორგი სონღულაშვილი (ს.ლ. აკადემია), ლუკა ჩარგეიშვილი (ბსც), პაკო დოლიძე (ს.ლ. აკადემია), გიორგი ხუგაშვილი (თსუ), დადუ დადუნაშვილი (დინამო თბილისი), გიგი ჯანაშია (ს.ლ. აკადემია).
საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრების მატჩების განრიგი
7 თებერვალი | 18:00 | საქართველო U19 - მოლდოვა U19
8 თებერვალი | 15:00 | საქართველო U19 - მოლდოვა U19