საბა აბულაშვილი - მესამე ქართველი მსაჯი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
საბა აბულაშვილი - მესამე ქართველი მსაჯი რაგბი ევროპის ჩემპიონატზე
01.02.2023
ავტორი: რაგბის კავშირი

საბა აბულაშვილი მესამე ქართველი რეფერია, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩს განსჯის.

აქამდე ტურნირზე ქართველი რეფერებიდან ცენტრალურ მსაჯად მხოლოდ ნიკა ამაშუკელს და შოთა თევზაძეს უმუშავია, აბულაშვილი კი, სხვა ქართველ მსაჯებთან ერთად მათ კიდეებიდან ეხმარებოდა. პარალელურად, მან ცენტრალური მსაჯის პოზიციაზე გაიარა რაგბი ევროპის ალაფისა და სუპერ თასის ეტაპები, ასევე გვერდითი მსაჯი იყო 2022 წლის 20-წლამდელთა ექვს ერში, ახლა კი ერთი ნაბიჯით წინ წაიწია.


საბა 4 თებერვალს წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩს იმსაჯებს, რომელშიც რუმინეთი პოლონეთს მასპინძლობს. მას კიდეებიდან იოსებ ჯაფარიძე და შოთა ცაგარეიშვილი დაეხმარებიან.


„რაგბი ევროპის ჩემპიონატზე მოედნის მსაჯად დანიშვნა განვითარების მორიგი ეტაპია. რაგბი ევროპის ეგიდით, ე საბა აბულაშვილი მესამე ქართველი რეფერია, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩს განსჯის.