საქართველო ლამაზი ქვეყანაა და მე ის მიყვარს - გუბანოვა, ევროპის ჩემპიონი მედიას ელაპარაკა
საქართველო ლამაზი ქვეყანაა და მე ის მიყვარს - გუბანოვა, ევროპის ჩემპიონი მედიას ელაპარაკა
28.01.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ესპოოში, ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა ერთეულთა თანრიგში დასრულებული შეჯიბრის შემდეგ, ტრადიციული პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ევროპის 2023 წლის ჩემპიონი და პრიზიორები პასუხობდნენ. ადგილობრივმა და ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებულმა მედია, კითხვები საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, ანასტასია გუბანოვასაც დაუსვეს. აქვე შეგახსენებთ, რომ გუბანოვა, წარმოშობით სანქტ პეტერბურგიდან არის და საქართველოს სახელით მეორე წელია ასპარეზობს.


გუბანოვას საუკეთესო შედეგი და ამით გამოწვეული რექაცია:

რა თქმა უნდა ეს იყო პროგრამის დასასრული, როდესაც ყველა ელემენტი შესრულებულია და ეს გრძნობა, რომ შევძელი. სიხარულის ცრემლები, თავისით წამოვიდა.





გარემო შეჯიბრის დროს:

ფინეთში, ესპოოში, პირველად არ ვასპარეზობ და აქაურობა ძალიან მიყვარს. აქაური აუდიტორია ყოველთვიო ძალიან მიჭერს მხარს და ამას ვგრძნობ. ეს მეხმარება სრიალის დროს და მოხარული ვიქნები, თუ აქ, კიდევ ბევრჯერ ჩამოვალ.


რატომ შეარჩია თავისუფალი პროგრამისთვის ინდური მუსიკა

მუსიკას ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შემიძლია ვიცეკვო ყოველ დღე. ეს ყოველთვის მამხნევებს. კონკრეტულად ამ პროგრამასთან დაკავშირებით რა შემიძლია ვთქვა - დიდი ხანია მინდოდა ინდურ მუსიკაზე მეცეკვა და მიხარია, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა. ასე რომ მართლა მსიამოვნებდა ამ კომპოზიციაზე გამოსვლა.




და კვლავ თავისუფალი პროგრამის დასრულების შემდეგ წამოსულ ცრემლებზე:

ეს შეჯიბრი, მენტალურად წლის მანძილზე ურთულესი იყო. შეიძლება ამიტომ, იყო რთული სასრიალოდ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ კარგად გამოვედი. ეს რეაქციაც, დაღლისა და სიხარულის ნაზავი იყო.


გუბანოვა საქართველოს შესახებ:

მე საქართველო ძალიან მიყვარს. მიყვარს კულტურა, არქიტექტურა და ის, ძალიან ლამაზია. სეზონის დაწყებამდე ვიყავი თბილისში. ის ძალიან ლამაზი და გემრიელია. ბევრი კერძი გავსინჯე და ძალიან მომეწონა. მოხარული ვარ, რომ ამ ქვეყანას წარმოვადგენ.




რას ნიშნავს იყო ჩემპიონი:

ეს მედალი ბევრს ნიშნავს. ეს არის შედეგი, რასაც მე და ჩემი მწვრთნელი ვაკეთებთ, ეს არის შედეგი ჩემი ოჯახისა და ჩემი მეგობრების მხარდაჭერისა, რომლებიც ყოველთვის რთულ მომენტებში, ჩემს გვერდით არიან. ეს მედალიც არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო.


რა არის შენი მიზანი:

მინდა, რომ ხ ლხმა დამიმახსოვროს, როგორც ამ სპორტის წარმომადგენელი.




დამოკიდებულება სამწვრთნელო შტაბთან:

ჩემი მწვრთნელების გუნდის სანქტ პეტერბურგიდან, მეორე ოჯახია და ისინი, ნამდვილად მეხმარებიან, განსაკუთრებით დიმიტრი ალიევი. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ. ასე, რომ მინდა მას და მთლიანად ჯგუფს მადლობა გადავუხადო. ის ევროპის ჩემპიონი იყო და თავისი გამოცდილების შესახებ, ხშირად აზრს მიზიარებდა და მე ეს რჩევები გამოვიყენე. ასე, რომ მინდა მადლობა გადავუხადო მას და მთელს ჯგუფს სანქტ პეტერბურგიდან.


რამდენად რთული იყო დღეს ასპარეზობა:

მართლაც ძალიან რთული იყო დღეს ყინულზე გამოსვლა და ფოკუსირება, მაგრამ მეგობრები დამეხმარნენ ნევიულობას გავმკლავებოდი. ჩემს გამოსვლამდე, მწვრთნელი დამეხმარა. ასე, რომ უბედნიერესი ვარ, ასეთი ხალხი რომ მყავს გვერდით.





სტატია მომზადებულია ISU-ს ოფიციალური რელიზის მიხედვით

ფოტო: Photo by Joosep Martinson - International Skating Union/International Skating Union via Getty Images