ბიჭებმა გამოსვლა დაასრულეს, დარჩა ორი დისციპლინა და ორი იმედი...
ბიჭებმა გამოსვლა დაასრულეს, დარჩა ორი დისციპლინა და ორი იმედი...
28.01.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფინეთის ქალაქ ესპოოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში, დღეს მედლების პირველი ორი კომპლექტი გათამაშდა. სპორტის ამ ლამაზი სახეობის ქართველ გულშემატკივარს, „მადა გაგვეხსნა" და ჩვენი სპორტსმენებისგან მხოლოდ მაღალ შედეგს ველით. თუმცა, დღეს, ჩვენი დღე არ იყო. აღნიშნულ ჩემპიონატზე არ მონაწილეობს სპორტული წყვილი კარინა საფინა და ლუკა ბერულავა. შესაბამისად, ამ დისციპლინაში ამ ჯერზე ჩვენ წარმომადგენელი არ გვყავდა.

რაც შეეხება მამაკაც ერთეულთა თანრიგს, აქ, საქართველო ერთბაშად ორი სპორტსმენით იყო წარმომადგენილი  - გამოცდილი მორის ყვითელაშვილით და სენიორთა შორის ტურნირების ჯერ კიდევ, ახალი ბინადარი ნიკა ეგაძეთი, რომელიც, ჯერ მხოლოდ 20 წლისაა და ტურნირიდან ტურნირამდე თავდაჯერებულობა საგრძნობლად ემატება. მოკლე პროგრამაში, პირველი ჩვენებიდან სწორედ, ნიკა ეგაძემ იასპარეზა 22-ე სასტარტო ნომრით და 72.96  (38.18 / 35.78) ქულით მე-12 ადგილი დაიკავა. ნიკას პროგრამაში შემალავლი 7 სავალდებულო ელემეტი იყო (4S+3T, 4T,  Fly Camel Spin, 3A, Change Foot Sit Spin, Step Sequence, Change Foot Comb. Spin).


(c) ISU / gettyimages


მოკლე პროგრამაში, დღის ბოლო ჯგუფში ასპარეზობდა მორის ყვითელაშვილი და ქართველისგანაც, ბევრი მაღალ შედეგს ელოდა. „Way Down We Go"-ისა და „Break My Baby"-ს მიხედვით შექმნილი კომპოზიციის შესრულებისას, რომლის დროსაც მას პროგრამით გაწერილი ელემენტების (4S+3T, 3A, Fly. Camel Spin, 4T, Step Sequence, Change Foot Sit Spin,  Change Foot Comb. Spin) გაკეთება ჰქონდა განზრახული, ქართველს საქმე ისე არ წაუვიდა, როგორც ელოდა. ნათელი იყო, რომ ტრავმის გამო გაცდენილმა სავარჯში პროცესმა (რეალურად ყვითელაშვილმა, ევროპის ჩემპიონატამდე, მხოლოდ ერთი კვირა მოახერხა ინტენისური ვარჯიში), ქართველი ყინულზე მოკრძალებულად გამოიყურებოდა და ერთის შეხედვით, მისთვის ჩვეული თავდაჯერებაც აკლდა. შედეგად, ყვითელაშვილმა მხოლოდ, 70.55 (32.57 /37.98) ქულა დააგროვა და თავისუფალი პროგრამის წინ, საპრიზო ადგილებისგან საკმაოდ შორს, მე-16 პოზიციაზე აღმოჩდნა.


მამაკაცების შედეგები მოკლე პროგრამის შემდეგ


თავისუფალ პროგრამაში მორისი დღეს, მე-9 გამოვიდა ყინულზე და ისევე, როგორც მოკლე პროგრამის დროს, ამჯერადაც პროგრამა (4S+3T, 3A, 4T+2A,  Triple Loop,  Fly. Camel Spin, Step Sequence, 4T, 3F+1Eu+3S, 3F, Fly. Change Foot Comb. Spin, Choreo Sequence, Change Foot Comb. Spin) ხარვეზებით შეასრულა. შესაბამისად, ყვითელაშვილმა თავისუფალ პროგრამაში  124.04 (58.77 /    66.27) ქულა დააგროვა და მე-16 პოზიცია შეინარჩუნა. ორი პროგრამის ჯამში კი, ყვითელაშვილი 194.59 ქულით, ასევე, მე-16 ადგილს დასჯერდა.


(c) ISU / gettyimages


მორისისგან განსხვავებით, თუმცა, მცირე ხარვეზებით იციგურავა ნიკა ეგაძემ, რომელმაც სტარტი ამ დღეს, რიგით მეცამეტემ აიღო და მე-12 პოზიციიდან, რომელზეც მოკლე პროგრამის შემდეგ იყო, შედეგი საკმაოდ გააუმჯობესა. „SOS d un terrien en detresse"-ის კომპოზიციაზე (4T, 4S+3T, 4S, Triple Loop, Fly. Camel Spin, Choreo Sequence, 3A+2A+2A+SEQ, 3F+3T, Triple Lutz, Change Foot Comb. Spin, Step Sequence, Fly. Change Foot Comb. Spin), ქართველმა პროგრამის დასაწყიში რამდენიმე შეცდომა დაუშვა, თუმცა, შემდგე მოახერხა კონცეტრაცია და პროგრამის დარჩენილი ნაწილი საკმაოდ კარგად შეასრულა. 147.69 (78.06 /70.63) ქულით ის თავისუფალ პროგრამაში, გარკვეული პერიოდი ლიდერის პოზიციასაც ინარჩუნებდა. შესაბამისად ის, იყო ორი პროგრამის ჯამში ლიდერიც. რეალურად ნიკამ, რომელიც ყინულზე ფინალური ჯგუფის წინა ექვსეულში გამოვიდა მოახერხა, 5 სპორტსმენისთვის გადაესწრო და საბოლოოდ, მე-7 საფეხური დაიკავა, ისევე, როგორც ორი პროგრამის ჯამში.


დღეს, დაიწყეს ასპარეზობა მოცეკვავე წყვილებმა. მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა, რიტმულ ცეკვებში 5 სავალდებულო ელემენტისგან (Sequential Twizzles, Pattern Dance Type Step Seq, Choreographic Rhythm Sequence, Midline Step Sequence, Rotational Lift) შედგენილი ცეკვაში, რომელიც „Squid Samba", „Hello" და „1 to 8"-ს მიერ შექმნილ კომპოზიციაზე, 68.55 (38.72 / 29.83) ქულა დაიმსახურეს. ჩვენბი ყუნულზე მე-18 ნომრად გამოვიდნენ და თავისუფალი ცეკვების წინ მე-8 ადგილზე არიან. აქ, აღსანიშნავია, რომ სენიორთა შორის, ევროპის ჩემპიონატებზე ეს წყვილის საუკეთესო შედეგია.


(c) ISU / gettyimages


28 იანვარს, კაზაკოვია-რევიას წყვილს, ისევე, როგორც ქალთა ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე ანასტასია გუბანოვას აქვს მელდლების მოგების შასები. უფრო რეალური ალბათ გუბანოვას, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ, ქალთა შორის ლიდერია და მცირედით უსწრებს ბელგიელ ლეონა ჰენდრიქს, რომელიც აღნიშნულ ევროპის ჩემპიონატზე უდავო ფავორიტი არის. გუბანოვამ, მოკლე პროგრამაში, 26-ე ნომრით იასპარეზა.




„Istanbul Wedding" და „Historiette No. 5"-ის მიხედვით შექმნილ კომპოზიციაზე, გუბანოვა შეეცადა ახალგაზრდა გოგონას შესახებ მოეთხრო ამბავი, რომელიც ავარიაში მოხვდა და სიცოცხლისთვის უხდება ბრძოლა. ქართული გუნდის წევრმა, რომელსაც ზურგს უკვე საკმაოდ საინტერესო შედეგები უმყარებს, მოკლე პროგრამა (3F+3T, 2A, Fly. Camel Spin, Triple Lutz, Step Sequence, Change Foot Comb. Spin, Layback Spin) საკმაოდ მსუბუქად და უშეცდომოდ შეასრულა და საუკეთესო პირადი შედეგი 69.81 (37.71 / 32.10) ქულა გამოიმუშავა. ახლა, თავისუფალი პროგრამის წინ, გუბანოვა, 1,96 ქულით უსწრებს სახელოვან ბელგიელს და კარგი შანსი აქვს კონტინეტის პირველობაც მოიგოს.


„ეს არ იყო იდეალური შესრულება, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე და ვისიამოვნე გამოსვლით. ახლა, მე უნდა დავივიწყო მოკლე პროგრამა და თავისფალი პროგრამა ცივი გონებით შევასრულე - ეს საქმე ჩემი გასაკეთებელია", - ეტყვის გუბანოვა, ესპოოში, მოკლე პროგრამის დასრულების შემდეგ მედიას.




მაშ ასე, 28 იანვარს ჯერ ქალები იასპარეზებენ, შემდეგ კი, მოცეკვავე წყვილები. ასპარეზობის ხილვა, ფიგურული ციგურაობის მოყვარულებს ISU-ს იუთუბგვერდზე შეგიძლიათ.

 


ფოტო: (c) ISU / gettyimages