პირველი მედალი, ევროპის ახალგაზდრული ოლიმპიური ფესტივალიდან!
პირველი მედალი, ევროპის ახალგაზდრული ოლიმპიური ფესტივალიდან!
26.01.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

15 წლის ქართველმა მოციგურავემ კონსტანტინე სუპატაშვილმა თავისუფალ პროგრამაში დღეს საუკეთესო შედეგი აჩვენა, 123.88 ქულა მიიღო და აღნიშნულ დისციპლინაში პირველი იყო. თუმცა, ფიგურულ ციგურაობაში, მელდები ორი პროგრამის ჯამში ითვლება და შესაბამისად, მოკლე პროგრამაში ნაჩვენებმა მე-5 შედეგმა (65.12 ქულა), კონსტანტინესათვის ბევრი გადაწყვიტა.


საბოლოოდ, ქართველმა მოციგურავემ, რომლის ფესვების ქუთაისიდან არის, იტალიაში მიმდინარე ევროპის მე-16 ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი მოიპოვა. აღსანიაშნავია, რომ პირველ ადგილზე გასულ ისრაელის წარმომადგენელს, რომელიც თავისუფალ პროგრამამდე, სუპატაშვილს 2 ქულით უსწრებდა, ჩვენებური ორო პროგრამის ჯამში (189.00) მხოლოდ, 1.98-ით ჩამორჩა. შესაბამისად, ეს შედეგი და ქართველის მონდომება, რომელმაც თავისუფალი პროგრამა ხარვეზით დაიწყო, შემდეგ კი მაქსიმალურად მოინდომა, იძლვა იმედს, რომ მომდევნო სტარტებზე კონსტანტინე უფრო დამაჯერებელი და სტაბილური გახდება.


 ეს იტალიაში მიმდინარე თამაშებზე, საქართველოს ახალგაზრდა ოლიმპიელთა გუნდის პირველი მედალია! ტურნირის გამარჯვებულები ორგანიზატორების გადაწყვეტილებით საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა დააჯილდოვა. აქვე გეტყვით, რომ ქართული დელეგაცია, თამაშების დახურვის შემდეგ, ოლიმპიურ დროშას საქართველოში წამოიღებს, რადგან ორ წელში, სწორედ საქართველო, კერძოდ კი, ბაკურიანი არის აღნიშნული თამაშების მასპინძელი. შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ კონსტანტინე სუპატაშვილისგან ესტაფეტას სხვა ქართველი სპორტსმენებიც აიღებენ და ბაკურიანში, მათ საპატივცემულოდ საქართველოს ჰიმნიც აჟღერდება. რატომაც არა!





ერთი დეტალი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, კონსტანტინეს მიერ მოგებული მედალი, საქართველოს ნაკრებისთვის მეორე ვერცხლის მედალია. სუპატაშვილამდე 1997 წლის ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედალი ერგო ვახტანგ მურვანიძეს, 2017 წელს კი, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნიკა ეგაძემ, რომელიც ამჯერად ფინურ ესპოში ცდილობს ევროპის ჩემპიონატზე წარმატების მოპოვებას მორის ყვითელაშვილთან, ანასტასია გუბანოვასთან და მარია კაზაკოვა-გიორგი რევიას წყვილთან ერთად.


დღესვე,  გიგანტურ სლალომში (GS)  სამთო მოთხილამურემ ნინო ენუქიძემ იასპარეზა. პირველი ცდის შემდეგ ქართველმა ტრასა  1:52.36-ში დაფარა და  63-ე  შედეგი დააფიქსირა. მეორე დაშვებისას კი,  ფინიშამდე ჩამოსვლას 1:42.10 დაახარჯა და ორი ცდის ჯამში 3:34.46 ნაჩვენები დროით, 53-ე ადგილზე დაასრულა გამოსვლა.