მამუკელაშვილის 31 ქულა და 12 მოხსნა ოვერტაიმში წაგებულ შეხვედრაში
მამუკელაშვილის 31 ქულა და 12 მოხსნა ოვერტაიმში წაგებულ შეხვედრაში
24.01.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

სანდრო მამუკელაშვილმა ნბა-ს განვითარების ლიგაში ზეშედეგიანი მატჩი ჩაატარა. მილუოკი ბაქსის G-ლიგაში მოთამაშე სატელიტმა - ვისკონსინ ჰერდმა სტუმრად დაძაბულ, ოვერტაიმიან ბრძოლაში 130:134 წააგო დეტროიტ მოტორ სიტთან და შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილი გახდა.

სანდრომ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე გატარებულ 41 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა - 31 ქულა და 12 მოხსნა (6-6 შეტევასა და დაცვაში) მიითვალა, რასაც 3 მოხსნა და 1 ჩაჭრაც დაუმატა. მამუკელაშვილმა თამაშიდან 18-ჯერ ესროლა, საიდანაც 11 ზუსტი იყო (3-იდან 2 სამქულიანი ჩააგდო).


ვისკონსინ ჰერდს რეგულარულ ჩემპიონატში 4 მოგება და 6 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში კი მე-10 ადგილს იკავებს. პლეი ოფში თამაშს კონფერენციიდან 6 საუკეთესო გუნდი აგრძელებს. ვისკონსინელები მომდევნო შეხვედრას ისევ მოტორ სიტი კრუიზთან, 26 იანვარს ჩაატარებს.


ვიდეო-კოლაჟი მატჩიდან