საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი, ვეტერანი კალათბურთელი გიორგი მარხვაშვილი ვიქტორ სანიკიძის მრჩევლად დაინიშნა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, გამგეობაში 2021 წელს აირჩიეს. კალათბურთის ეროვნული ფედერაცია წარმატებებს უსურვებს გიორგი მარხვაშვილს ახალ თანამდებობაზე.
***
ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, კახა შენგელია, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. კახა შენგელია ქართული კალათბურთის განვითარებაში ჯერ როგორც მოთამაშე, შემდეგ კი როგორც მწვრთნელი და მენეჯერი წლების განმავლობაში იყო ჩართული. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სახელით წარმატებებს ვუსურვებთ მას ახალ, მნიშვნელოვან, თანამდებობაზე. გვჯერა რომ მისი გამოცდილება ქალთა კალათბურთის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
ახალ პოსტზე დანიშვნასთან ერთად ბატონ კახას ვულოცავთ დაბადების დღეს.