სპორტული მედიცინის ასოციაციამ მასშტაბური კონფერენცია ჩაატარა
სპორტული მედიცინის ასოციაციამ მასშტაბური კონფერენცია ჩაატარა
22.01.2023
ავტორი: ოლიმპიური კომიტეტი

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის ფონდის და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მხარდაჭერით მასშტაბური კონფერენცია ჩაატარა.

21 იანვარს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სპორტული მედიცინის ასოციაციის ეგიდით გაიმართა, კონფერენცია რომელიც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე- პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა და სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა, ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა, პროფესორმა ზურაბ კახაბრიშვილმა გახსნეს. ღონისძიებას 90-ზე მეტი მონაწილე დაესწრო.


კონფერენციაზე განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები - სპორტული ტრავმები, მათი პრევენცია და რეაბილიტაცია, ანტიდოპინგი, სპორტული ნუტრიცია, პრობლემები სპორტსმენთა კვებაში, რეაბილიტაციის დამხმარე საშუალებები და მედიკამენტები.


აუდიტორიისთვის შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე მოხსენებები გააკეთეს: "სპორტსმენის დამხმარე პერსონალის დამოკიდებულების შესწავლა დოპინგის კონტროლისა და გამოვლენის მიმართ"- დოქტ. თეიმურაზ უკლება, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ვიცე-თავმჯდომარე.
„ინფორმაციის შეგროვებისა და მოკვლევის მონაცემების გაზიარების პროცედურა. პროგრამა "Speak up", როგორც ინფორმაციის მიღების კარგი საშუალება ანტიდოპინგური წესების დარღვევის წინააღმდეგ საბრძოლველად"-აგნეშკა ოსტროვსკა - პოლონეთის ანტიდოპინგური სააგენტოს ინფორმაციის შეგროვებისა და მოკვლევის მონაცემების გაზიარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.


„ტრავმიდან სპორტში დაბრუნება - ნიდერლანდულ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა" - დევიდ შერმანი, ნიდერლანდური სამედიცინო კომპანია S3 Sportservices-ხელმძღვანელი, მსოფლიო კატეგორიის ედუკატორი, ფიზიოჰოლანდის ხელმძღვანელი.


"ტვინის შერყევის შემდეგ მოედანზე დაბრუნება" - რთულად გამოსასწორებელი თავსატეხი, ფილიპ მოიე, ფიზიოჰოლანდის ფიზიოთერაპევტი, მსოფლიო კატეგორიის ედუკატორი.


„სპორტული კვება - როგორ გავხდეთ ათლეტი" - ფილიპ მოიე, ფიზიოჰოლანდის ფიზიოთერაპევტი, მსოფლიო კატეგორიის ედუკატორი.


პრობლემები სპორტსმენთა კვებაში" - პროფ. ნუტრიციოლოგი, ქეთევან ბერიძე.


„რეაბილიტაციის დამხმარე პრეპარატები" - პროფ. დრ. მედ ზურაბ კახაბრიშვილი.


"რეაბილიტაციის დამხმარე და საპრევენციო საშუალებები" - მიოლერს ჯორჯია, ენდოკრინოლოგი ია ზედელაშვილი და მიოლერს ჯორჯიას მარკეტინგის სამსახურის უფროსი, ანანო ღვინეფაძე.


სპორტული მედიცინის ასოციაცია, კონფერენციას დღეს, გორშიც ჩაატარებს.


საქართველოს ერპოვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიური სოლიდარობის მხარდაჭერით მრავალი საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელა , რომელიც სამომავლოდ აქტიურად გაგრძელდება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართული სპორტის განვითარებაში.