დღეს, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდის მაია ჩიბურდანიძის დაბადების დღეა
დღეს, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდის მაია ჩიბურდანიძის დაბადების დღეა
17.01.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ძალიან დიდი ქართველის, უაღრესად თავმდაბალისა და კეთილის, მისი ტიტულების მქონე ადამიანისთვის და ყველაზე უამბიციო, დაუფასებელი ჩემპიონის, რომელმაც საკუთარი ნიჭის, მხოლოდ მეათედი თუ გამოიყენა - დღეს, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდის მაია ჩიბურდანიძის დაბადების დღეა!" - ასე იწყებს სოციალურ ქსელში სტატუსის წერას, ჩვენი კოლეგა და მეგობარი სოფო ნიკოლაძე, მაია ჩიბურდანიძის დისშვილი და დაბადების დღეს ულოცავს, ქართული ჭადრაკის ერთ-ერთ ლეგენდას.

„ჩვენ შორის 12-წლიანი სხვაობაა და ლამის დაბადებიდან მადარებდნენ, სულ მაგალითად მოჰყავდათ. ამიტომ, ღრმა ბავშვობიდან „ვექიშპებოდი" თუ რამეს მირჩევდა საჭადრაკოს ან ცხოვრებისეულს, ყოველთვის საპირისპიროს ვაკეთებდი. თანდაყოლილი, ბუნებრივი სიჯიუტეც ხელს მიწყობდა.


უკვე შვილების დედას, მითხრა გრძელი თმა გიხდებაო და  10 წელიწადი ლამის აპარსული თმით დავდიოდი. ამ 2-3 წლის წინ, კიდევ პირიქით, მოკლე თმა კარგად გაქვსო და იმის მერე თმა არ შემიჭრია.


ჩვენი ნებისმიერი ერთად წამოწყებული საქმე, ბოლოს დიდი შეხლა-შემოხლით მთავრდება, რადგან არცერთი, ერთმანეთს არაფერს არ ვუთმობთ.


ძალიან მოწიწებით ეპყრობა ქართულ ენას და განსაკუთრებით აღიზიანებს ჩემი წერის მანერა - სასვენი ნიშნების უგულებელყოფა, პლუს „სმაილები".




ფოტოს ვეძებდი ერთად გადაღებულს და ეს ფოტო ალბათ, ყველაზე კარგად ასახავს ჩემს მაშინდელ გრძნობებს. სადმე რომ მივყავდი, ვეჯიუტებოდი და უკმაყოფილო სახით მივჩანჩალებდი  ხოლმე", - წერს სოფო ნიკოლაძე.


მაია ჩიბურდანიძე -  მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი, საჭადრაკო ოლიმპიადების 9-გზის გამარჯვებული, 4-გზის საჭადრაკო ოსკარის მფლობელი და უამრავიიი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული. დღეს, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდის მაია ჩიბურდანიძის დაბადების დღეა!



ფოტოები სოფო ნიკოლაძის პირადი არქივიდან