ამერიკის ქალთა უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში მოთამაშე ნატალია ოთხმეზურმა სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ ოთხმეზური აიონა გაელსის (IONA Gaels) ღირსებას იცავს, როლო ეს გუნდი NCAAW ლიგის 33 კონფერენციიდან ერთ-ერთში, Metro Atlantic Athletic-ში თამაშობს. აიონამ გასულ უქმეებზე 2 მატჩი ჩაატარა და ერთ-რთში საუკეთესო სწორედ ქართველი უკანახაზელი გახლდათ.
22 წლის ოთხმეზურმა თავი მაუნტ სენტ მერის მაუნთაინერსთან გამოიჩინა, რომელიც მისმა გუნდმა 63:44 მოიგო. ნატალია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 24 წუთში სეზონში უმეტესი 18 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ქართველმა მცველმა 4-დან 3 ორქულიანი და 4-ვე სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
მომდევნო შეხვედრაში აიონელებმა ქუინიოიაკ ბობქეთსს 47:42 სძლიეს, ოთხმეზურმა კი 15 წუთში 4 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა.
აიონა გაელსს მეტრო ატლანტიქ ატლეტიც კონფერენციაში 6 მოგება და 1 მარცხი აქვს. აღსანიშნავია, რომ გუნდმა კონფერენციის ჩემპიონატი წაგებით გახსნა, რის შემდეგაც ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო. მომდევნო მატჩი აიონელებს 20 იანვარს, "რაიდერ ბრონკსთან" ელით.
ვიდეო-კოლაჟი თამაშიდან