ქართველი მოფარიკავეების ორი მოგებული ტურნირი რამდენიმეწუთიან შუალედში
ქართველი მოფარიკავეების ორი მოგებული ტურნირი რამდენიმეწუთიან შუალედში
15.01.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზედიზედ მეორე წელია ახალ საანგარიშო წელს, სანდრო ბაზაძე ოქროს მედლით იწყებს. ქართველო მოფარიკავე, ზუსტად ერთი წლის წინ, 2022 წლის 16 იანვარს თბილისში მსოფლიო თასის გამარჯვებული გახდა.  სანდრო 2023 წლის პირველ ტურნირზე, 15 იანვარს ტუნისის გრან პრი მოიგო!


ალბათ, აღსანიშნავია 2022 წლის ზაფხულიდან მოყოლებული სანდრო ბაზაძის გასაოცარი სტაბილურობა. ამ დროის მანძილზე ქართველმა ხუთ ტურნირში იასპარეზა და ყოველ ჯერზე პრიზიორთა სამეულში მოხვდა.  2022 წლის ივნისში ანტალიაში გამართული ევროპის ჩემპიონატი, ნოემბერში ალჟირში ჩატარებული მსოფლიო თასსა და 2023 წლის იანვარში ტუნისის გრან პრიზე მოპოვებული ოქროს მედლები. 2022 წლის დეკემბერში ორლეანის გრან პრიზე მოგებული ვერცხლი და იმავე წლის ივლისში კაიროს მსოფლიო ჩემპიონატზე აღებული ბრინჯაოს მედალი.  ეს არის ბაზაძიხ მონაგარი უახლოეს პერიოდში, რომელსაც ვიმედოვნებთ, რომ 2023 წელს სანდრო კიდევ უფრო გაამდიდრებს.


ამჯერად კი, ტუნისის გრან პრის ფინალში ქართველმა იტალიელი ლუიჯი სამელე, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი, ანგარიშთ 15-8 დაამარცხა.




აღსანიშნავია, რომ დღეს, წარმატებით კიდევ ერთმა ქართველმა მოფარიკევემ იასპარეზა. სანდროს პარალელურად, ვაშინგტონში, ხმლით პარაფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა მორიგი მსოფლიოს თასი მოიგო.




საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ფოტო