თითქმის სამწლიანი „იძულებითი" შესვენების შემდეგ, რაც კოვიდ 19-ით იყო გამოწვეული, თბილისში, ჭადრაკის სასახლეში ელვისებურ ჭადრაკში პირველი მასობრივი ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრი შვეიცარულის სისტემით 9 ტურად, 111 მონაწილეს შორის ჩატარდა. ერთდღიან ტურნირში თითოეულ მონაწილეს პარტიაზე სამი წუთი ჰქონდა +2 წამის დამატებით პირველივე სვლიდან.
ტურნირში მონაწილეთათვის, სხვადასხვა კატეგორიაში დაწესებული იყო ფულადი პრიზები.
ასპარეზობა ფიდე-ს ოსტატის, ნიკა ჩხაიძის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
გამარჯვებულმა 9-დან 8 ქულა დააგროვა და ნახევარი ქულით გაასწრო კონკურენტებს.
საპრიზო ადგილები გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განლაგდნენ:
II - ნოე თუთისანი
III - ირაკლი ახვლედიანი
ქალთა შორის საუკეთესო შედეგი 9-დან 6 ქულით თინათინ ბერიძემ აჩვენა!
1800- მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი მათე შენგელიამ დააფიქსირა 9-დან 7 ქულით, ხოლო 1500-მდე სარეიტინგო ქულების მქონე მოჭადრაკეთა შორის, ლუკა ნაცაური იყო საუკეთესო 9-დან 6 ქულით!