ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2022 წლის საუკეთესო ჯუდოკების გამოვლენა დაიწყო. ნებისმიერ გულშემატკივარს, 2023 წლის 31 იანვრამდე, შეუძლია სასურველ კანდიდატს 8 ნომინაციაში მისცეს ხმა. აღნიშნული 8 ნომინაციიდან, ოთხში საქართველოს წარმომადგენლებიც იბძვიან გახდნენ საუკეთესონი.
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი, 2022 წელს საუკეთესო სამწვრთნელის მიღწევისთვის არის ნომინირებული. ბექა ღვინიაშვილის იპონი, უნგრეთის გრან-სლემზე წლის 5 საუკეთესო იპონს შორის მოხვდა. ტატო გრიგალაშვილი კი, ერთდროულად ორ ნომინაციაში ფიგურირებს - პირველი, მომენტი, რომელიც მატეას კასეს დამარცხების შემდეგ მსოფლიომ დაიმახსოვა და მეორე, ტატოს აქვს შანსი, გახდეს წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტი.
მოკლედ, ხმის მიცემა დღეიდან 12 იანვრიდან დაიწყო და 31 იანვრამდე გასტანს. გამარჯვებულები კი, IJF-ის ინფორმაციით, 5 თებერვალს, 2023 პარიზის გრან სლემის დროს დასახელდებიან.
მაშ ასე, იხილეთ ყველა ნომინაცია:
- 2022 წლის ამომავალი ვარსკლვავი
- 2022 წელს პროექტი - ჯუდო ბავშვებისთვის
- 2022 წლის მომენტი - ტატო გრიგალაშვილი მატიას კასეს დაამარცხების შემდეგ
- სამწვრთნელო მიღწევა 2022 წელს- ლაშა გუჯეჯიანი
- ჯუდო მშვიდობისთვის
- 2022 წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტი - ტატო გრიგალაშვილი
- 2022 წლის ძიუდოს მსოფლიო ტურის - WJD საუკეთესო იპონი - ბექა ღვინიაშილის იპონი უნგრეთის გრან სლემზე
- 2022 წლის საუკეთესო ქალი ჯუდოკა
ხმის მიცემა შეგიძლიათ შემდეგი ბმულით 12 იანვრიდან 31 იანვრამდე, 24 საათში ერთხელ. აქევ გეტყვით, რომ ხმის მისაცემად შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ფეისბუქეაუნთიდან, ელექტრონული ფოსტით ან გუგლით.
და ბოლოს, უბრალოდ გთხოვთ, რომ არ დაიზაროთ და იაქტიუროთ #ქართულიგუნდი -სთვის.