ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალის 2023 წლის გამარჯვებული „რუსთავია". ანატოლო ბოისას გუნდმა პირველი მეოთხედიდან მოახერხა 3 ქულიანი უპირატესობის მოპოვება 18-15 და უპირატესობა მთელი თამაში შეინარჩუნა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე მეოთხედი „მეგამ" მოიგო 14-15 და მეტის გაკეთება ვერ მოახერხა. ალბათ, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ფინალურ შეხვედრაში, ანგარიში მხოლოდ ერთხელ გათანაბრდა, თუმცა, ამას ლიდერის ცვლილება არ მოჰყოლია.
„რუსთავმა" თამაშის ბედი, მესამე მეოთხედში გადაწყვიტა, როდესაც, მონაკვეთი 20 ქულის სხვაობით , 28-8 მოიგო. ამის შემდეგ რუსთაველებმა მატჩი, მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე, ამისთვის ბოლო მეოთხედში ერთქულიანი სხვაობით მოგებაც, 24-23 მათ წისქვილზე ასხამდა წყალს.
„რუსთავმა" ფინალი, რომელიც წესით დაძაბული უნდა ყოფილიყო, მარტივად, 84-61 მოიგო. ამასთან, მემრიალის ამ გათამაშებაში „მეგა", ერთკვირაში მეორედ დაამარცხა. გამარჯვებულთაგან 16 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო ლუკა ბულაშვილი იყო. 15 ქულა და 8 გადაცემა დაუგროვდა რევაზ როგავას. თუმცა, ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი ქულა და ორმაგი დუბლი „მეგას" წარმომადგენლის, მარქუს გილსონის ანგარიშზეა, 27 ქულა და 16 მოხსნა. 18 ქულა და 7 ქულა მიითვალა, მეგელმა ოთარ ბულიავამ.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, გამარჯვებულ გუნდს, გარდამავალი თასი ზურაბ საკანდელიძის შვილიშვილმა გიორგი ჩაჩავამ გადასცა. ერთი წლით, ეს პრიზი „რუსთავის" კაპიტანმა, კაკი დვალიშვილმა ჩაიბარა. დაჯილდოების ცერემონიალზე ტურნირის საუკეთესო ფორვარდს, გუგა პატაშურს სპეციალური პრიზი მიხეილ ქორქიას შვილმა თამუნა ქორქიამ გადასცა. საუკეთესო უკანახაზელის პრიზი კი, ლუკა ბულაშვილმა დაიმსახურა, რომელიც ზურაბ საკანდელიძის მეუღლემ, მაცაცო მგელაძე-საკანდელიძემ დააჯილდოვა.
კალათბურთის ფედერაციის ფოტო