გამომდინარე იქიდან, რომ ბაკურიანში დაგეგმილი FIS-ის რიგით მე-19 ფრისტაილისა და რიგით მე-15 სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატამდე ცოტა დრო რჩება და თანაც, თბილისშიც გათოვდა, ალბათ, სამთო-სათხილამურო სპორტზეც უნდა „წავიჭორაოთ". მიუხედავად იმისა, რომ ახალა სრულიად განსხვავებული სახეობის წარმომადგენელზე მოგიყვებით, თემა აქტუალურია და საინტერესო. დღეს საღამოს FIS-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა სტატია სადაც ამერიკელი მოთხილამურე ქალის, მიკაელა შიფრინის მორიგ წარმატებზე გვიამბო.
შიფრინმა სამთო-სათხილამურო სპორტში მსოფლიო თასის 82-ე ეტაპი მოიგო, რაც არა მხოლოდ მოთხილამურისთვის არის მნიშვნელოვანი გამარჯვება. 27 წლის ამერიკელი, თანამემამულე ლიდსი ვონის მსგავსად (რომელიც აქტიური სპორტიდან არც თუ დიდი ხნის წინ წავიდა) აგრძელებს მნიშვნელოვანი ეტაპების მოგებას. თუკი ლიდსიმ, მსოფლიო თასის პირველი რბოლა 20, ხოლო ბოლო 33 წლის ასაკში მოიგო (საერთო ჯამში მას 82 სტარტი აქვს მოგებული), მიკაელას პირველი ეტაპი 2012 წლის დეკემბერში 17 წლის ასაკში აქვს მოგებული და საერთო ჯამში 82-ე გამარჯვება, მსოფლიო თასის ეტაპების რიგით 233 სტარტის შემდეგ ჩაიწერა აქტივში.
„სტარტამდე ისე ვნერვიულობდი, რომ სახეზე დამაყარა კიდეც. შესაძლოა, იმიტომ, რომ ეს 82-ე იყო. არ ვიცი. უბრალოდ მინდოდა, რომ კარგად მესრიალა და ეს გავაკეთე. არ მჯერა. შესაძლოა ხალხის გარკვეული კატეგორია ამაზე საუბარს მორჩება. ვცილობ არ ვიფიქრო, ვცდილობ არ გადავუხვიო დასახული მიზნებიდან ამ რეკორდის გამო. თუმცა, ეს, 82-ე გამარჯვება იყო და ალბათ, უნდა გამიგონ", - ამბობს შიფრინი ფინიშის მერე.
შიფრინმა სლოვენიის Kranjska Gora-ში მორიგ წარმატებას მიაღწია. ამასთან ზედიზედ მე-6 ეტაპი მოიგო. მიკაელამ, 0.77 წამით აჯობა სხვა მონაწილეებს.
„ვიმედოვნებ, ასე კიდევ შევძლებ სრიალს, რადგან მიმაჩნია, რომ ეს იყო საუკეთესო, რაც კი აქამდე GS-ში (გიგანტური სლალომი) გამიკეთებია. მე მწვრთნელებისგან მქონდა ანგარიში, რომ ყველაფრის დაძლევა შესაძლებელი იყო და უბრალოდ, უნდა გამეკეთებინა. ვიყავი იმ მდგომარეობაში სადაც ეს აუცილებელი იყო და მე მინდოდა ამისთვის მებრძოლა. დღეს, პირველი ცდა სუპერდაშვება მქონდა. მეორეს დასაწყისში ცოტა მოდუნებული ვიყავი და მერე თავს ვუთხარი, უნდა გამოფხიზლდე, თორემ დაამთავრებ მეოთხე ან მეხუთე. ასე, რომ მართლა შევეცადე ყველა ძალით ბოლომდე „მივწოლოდი", - ამბობს შიფრინი ფინიშის მერე.
მიკაელამ, პირველი ცდისას 0.24 მეასედით აჯობა, შემდეგ კი ეს სხვაობა უფრო გაზარდა უშუალო მდევარ იტალიელ ფედერიკა ბრინიონესთან, რომელიც საბოლოოდ მეორე იყო. ახლა, ამ გამარჯვებით, ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონმა, კიდევ უფრო შეამცირა ჩამორჩენა ყველა დროის რეკორდთან, რომელიც შვედ ინგრემარ სტენმარკს ეკუთვნის. ლეგენდარულმა შვედმა მამაკაცებს შორის 1975-1989 წლების პერიოდში საერთო ჯამში მამაკათა შორის სლალომში და გიგანტგურ სლალომში 86 ეტაპი მოიგო. ასე, რომ მიკაელა კი ამბობს, რომ არ ფიქრობს რეკორდზე და დასახული გეგმებიდან გადახვევას არ აპირებს, თუმცა, მსოფლიოს ერთ-ერთ სახელოვან მოთხილამურე ქალს, რომელიც ჯერ არ აპირებს აქტიური სპორტიდან წასვლა, ნაკლებსავარაუდოა, რომ მსოფლიო თასის ეტაპების მოგება არ ჰქონდეს გეგმაში.
ფოტოები: FIS /@Agence Zoom