ფინალში „რუსთავი“ „მეგას“ დაუპირისპირდება
ფინალში „რუსთავი“ „მეგას“ დაუპირისპირდება
08.01.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქის სახელობის მემორიალის 2023 წლის გათამაშება იმ გუნდების დაპირისპირებით დასრულდება, რითაც დაიწყო - ფინალში „მეგა", „რუსთავს" შეხვდება. ეს გუნდები, ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში დაუპირისპირდნენ და მაშინ „რუსთავმა" 90-104  იმარჯვა.  დღეს კი, გუნდებმა 1/2 ფინალურ შეხვედრებში, „მეგამ"  თსი, „რუთავმა" კი, „ვერა" დაამარცხეს.


„მეგასა" და თსუ-ს შეხვედრა ინივერსიტეტელების მცირედი უპირატესობით წარიმართა. ლექსო ლაფანაშვილის გაწყვრთინლმა გუნდმა პირველი ორი მეოთხედის მოგება მინიმალური სხვაობით, თუმცა, მოახერხეს 20-22 და 21-22. შესაბამისად დიდი შესვენების დროს ტაბლოზე ანგარიში 41-44 იყო, თსუ-ს სასარგებლოდ. ალბათ, აქვე მოვლენებს წინ გადავასწრებ და ვიტყვი, რომ თსუ-მ ბოლო პერიოდიც მოიგო 21-23, თუმცა, მანამდე იყო, მესამე მეოთხედი, რომელშიც ფაქტიურად „მეგამ" შეხვედრის ბედი გადაწყვიდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა „მეგამ" ამ მონაკვეთში მოახერხა მობილიზება, პირველი ტაიმის დანაკლისი 3 ქულაც აღმოფხვრა და ეს მეოთხედი 13 ქულითაც მოიგო, 31-18. შესაბამისად „მეგა" ბოლო მეოთხედის წინ, 9 ქულით, 71-62 დაწინაურდა. დარჩენილი დრო კი, უნივერსიტეტელებს მატჩის გადასარჩენად არ ეყოთ. „მეგამ"  93-85 მოიგო, თუმცა, მეორე ფინალისტზე ერთი სათამაშო დროით ნაკლებს დაისვენებს. ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი „მეგას" ამერიკელი უკანახაზელი რონი როზიე იყო, რომლის ანგარიშზეც 25 ქულაა.


პირველი ფინალისტი კი, დღეს, „რუსთავისა" და „ვერას" დაპირისპირებაში გაირკვა. ანატოლო ბოისას „რუსთავმა" დამაჯერებლად, 18 ქულის სხვაობით, 107-89 დაამარცხა „ვერა".  რუსთაველებმა თანაბარი პირველი პერიოდი მხოლოდ, ერთი ქულით 29-28 მოიგეს, თუმცა, მეორე მეოთხედში, მცირედი სათამაშო და ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპივება მოახერხეს და მონაკვეთი 26-17, ცხრა ქულით მოიგეს. შესაბამისად „რუსთავმა" პირველი ტაიმი 55-45 მოიგო. 10 ქულიანმა უპირატესობამ, ბოისას გუნდს, მესამე მეოთხედში ოდნავ ამოსუნთქვის და ძალების შემონახვის საშუალება მისცა. „რუსთავმა" კარგად აკონტროლა თამაში, თუმცა, მონაკვეთი „ვერამ" 4 ქულით მოიგო, 26-30. ალბათ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ საერთო ჯამში, ამ შეხვედრაში ანგარიში 6-ჯერ გათანაბრდა, ლიდერი კი, 13-ჯერ შეიცვალა. თუმცა, რუსთაველებმა ბოლო მეოთხედი 12 ქულით, 26-14 მოიგეს და რეალურად, ამ მონაკვეთში, მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი - „ვერამ" ქულების უმეტესობა პერიმეტრიდან აკრიფა, ამ მხრივ მათი %-ეული მაჩვენებელმა 48% შეადგინა რაც, მთელი 9%-ით მეტი აღმოჩნდა, „რუსთავის" მაჩვენებელზე. ყველაზე შედეგიანებიც ამ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში, არა რუსთაველები, არამედ ვერას ორი კალათბურთელი ლუკა ზაქრაძე და მარტის კიმბრო აღმოჩნდნენ 21-21 ქულით.


ხვალ, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფინალური დაპირისპირება „რუსთავსა" და „მეგას" შორის 19:00 საათზე დაიწყება.  



კალათბურთის ფედერაციის ფოტო