საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს მამუკა აბრამიძის გარდაცვალების გამო
08.01.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია
49 წლის ასაკში გარდაიცვალა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი და საქართველოს 5-გზის ჩემპიონი, მამუკა აბრამიძე. თავისი თაობის ერთ-ერთი უნიჭიერესი კალათბურთელის პროფესიული კარიერა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდში დაიწყო, თუმცა გამორჩეული მონაცემების გამო ის მალე მიიწვიეს იმ დროის წამყვან ქართულ გუნდებში - "კაკტუსში", „ვითაში", შემდეგ ბათუმის „ბასკოში", თბილისის „დინამოში". აბრამიძემ ამ გუნდების გარდა თსუ-ში, თბილავიამშენში და სტუ-ჯეოსელში ითამაშა.
მამუკა აბრამიძის გამოსვენება შედგება ვარკეთილის მეურნეობის ცენტრში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარიდან სამშაბათს, 10 იანვარს, 14:00 საათზე