პანათინაიკოსი – ჰოლონი, მთავარი მსაჯი მიხეილ ვართანოვი, მსაჯი – კირილე თვაური
პანათინაიკოსი – ჰოლონი, მთავარი მსაჯი მიხეილ ვართანოვი, მსაჯი – კირილე თვაური
06.01.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია

5 იანვარს, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ისტორიულ ათენის O.A.K.A-არენაზე ქალთა ევროპის თასის მატჩი გაიმართა ბერძნულ პანათინაიკოსსა და ისრაელის ჰოლონს შორის. ამ რანგის მატჩები ევროპაში გუშინ მრავლად ჩატარდა, თუმცა თვალუწვდენელ O.A.K.A- ში გამართული შეხვედრა იმით იყო ჩვენთვის გამორჩეული, რომ მას 2 ქართველი არბიტრი მოემსახურა. სამმატჩიან მსაჯთა ბრიგადას მიხეილ ვართანოვი ხელმძღვანელობდა, ხოლო მეორე ჩვენებური კირილე თვაური გახლდათ.

მთავარი მსაჯის რანგში ეს გახლდათ პირველი მატჩი 30 წლის მიხეილ ვართანოვისთვის, ხოლო კირილე თვაური ამ ამპლუაში უკვე მომსახურებია ფიბა-ს ევროსათასო მატჩს. რაც შეეხება ათენში გამართულ მატჩს, ის სტუმარი გუნდის გამარჯვებით - 67:60 დასრულდა. მიუხედავად პანათინაიკოსის ცნობილი ფანკლუბის მხარდაჭერისა, ებრაულმა კლუბმა მაინც მოახერხა გამარჯვების მოპოვება. მსაჯთა ბრიგადიდან შეხვედრა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა.


ვართანოვი და თვაური საქართველოში დღეს დაბრუნდებიან და კვირას დანიშნულ ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის ნახევარფინალურ მატჩებს მოემსახურებიან.