შერმადინი საუკეთესო იყო, მაკფადენი – გამარჯვებული
შერმადინი საუკეთესო იყო, მაკფადენი – გამარჯვებული
06.01.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია

ესპანეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში თად მაკფადენის „მურსიამ" გიორგი შერმადინის „ტენერიფეს" უმასპინძლა. ტენერიფელები სატურნირო ცხრილის ზედა სამეულში იყვნენ და მატჩის წინ ფავორიტებადაც მიიჩნეოდნენ. თუმცა „მურსიამ" შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და 85:64 გაიმარჯვა.

 

ორივე გუნდში გამორჩეული საქართველოს ნაკრების მოთამაშეები იყვნენ. გიორგი შერმადინმა 23 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მან 9-დან 4 ორქულიანი და 8-დან 8 საჯარიმო ჩააგდო. თად მაკფადენმა 18 წუთში 13 ქულა (1/1 ორქულიანი, 4/2 სამიანი, 5/5 საჯარიმო), 1 მოხსნა და 1 პასი ჩაიწერა.

 

მურსიელთა განაცხადში არ იყო რატი ანდრონიკაშვილი.

 

„მურსიას" 14 ტურის შემდეგ 7 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზეა. „ტენერიფე" 10 გამარჯვებით მეხუთეა.

 

ვიდეო-კოლაჟი მატჩიდან