შენგელიას „ვირტუსი“ ევროლიგის მომდევნო ეტაპს უახლოვდება
შენგელიას „ვირტუსი“ ევროლიგის მომდევნო ეტაპს უახლოვდება
06.01.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ევროლიგის პირველი რაუნდის შეხვედრა, თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა" ბარსელონაში, „პალაუ ბლაუგრანაზე" გამართა და „ბარსელონა" 75-83 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ბოლონიელებს კარგი სტარტი ჰქონდათ. საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდმა, პირველი მეოთხედი დამაჯერებლად 15-26 მოიგო თუმცა, თითქმის მსგავსი ანგარიშით 24-16 მეორე მეოთხედი წააგო. მიუხედავად ამისა, დიდ შესვენებაზე „ვირტუსი" სამი ქულით 39-42 წინ იყო.

„ბარსელონა" თითქმის მთელი თამაში ცდილობდა შეხვედრის გარდატეხას. მესამე მეოთხედი გუნდებმა ფრედ 18-18 ითამაშეს. თუმცა, ბოლო მეოთხედის წინ „ვირტუსი" მაინც 3 ქულით იყო წინ, 57-60. 3 ქულით იყვნენ წინ იტალიელები მატჩის დასრულებამდე, რამდენიმე წუთით ადრე, როდესაც „ბარსა" განსაკუთრებით გააქტიურდა და ანგარიშის გათანაბრებაც კი შეეძლო. თუმცა, აქ, თორნიკე შენგელიას გადაცემის შემდეგ, მილოშ ტეოდოშიჩმა პერიმეტრიდან ზუსტად ისროლა და სხვაობა 6 ქულამდე გაიზარდა, დარჩენილ ორნახევარ წუთში, „ვირტუსმა" მოახერხა ამ სხვაობის შენარჩუნება და საბოლოოდ, 8 ქულით გაიმარჯვა.




რაც შეეხება თორნიკეს, მან პარკეტზე დაახლოებით 20 წუთი დაჰყო, 5 ქულა დააგროვა და აქტივში 2-2 გადაცემა და ჩაჭრა ჩაიწერა. „ვირტუსი" და თოკო შენგელია, მომდევნო მატჩს ევროლიგაზე 10 იანვარს „ჟალგირისის" წინააღმდეგ გამართავს.



ფოტო: @VirtusBologna