დუდა სანაძის 15 ქულა კვიპროსის ჩემპიონატში
05.01.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია / ირაკლი პერტაია
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მსროლელი დუდა სანაძე კვიპროსში კვლავ შედეგიანად ასპარეზობს. მისმა „ანორთოსისმა" კვიპროსის ჩემპიონატის 2023 წლის პირველი მატჩი სტუმრად, ლარნაკის აეკ-თან გამართა და 70:81 დამარცხდა.
დუდამ 39 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 15 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. 8 სამქულიანი და 8 საჯარიმო სტყორცნა, საიდანაც ქართველმა 3 სამიანი და 6 საჯარიმო ჩააგდო.
მატჩის ბომბარდირი სანაძის თანაგუნდელი, ამერიკელი პოლიკაპი გახდა - 24 ქულა.
„ანორთოსისს" 5 მოგება, 5 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.