ბექა ბურჯანაძის რეჯიო ემილიამ 2022 წელი ამაღლებული განწყობით დაასრულა. იტალიის სერია "ა"-ს ცხრილის ბოლოში მყოფმა გუნდმა უიღბლო სერია ლიდერთა შორის მყოფ "პესაროს" ძლევით შეწყვიტა. ბოლო 7 მატჩის წამგებმა რეჯიო ემილიურმა გუნდმა დიდებული შეხვედრა ჩაატარა და პესაროს 95:76 სძლია.
გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ქართველმა ფორვარდმა. ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 10 ქულა, 3 მოხსნა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ბექამ 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამიანი ჩააგდო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 15 შეადგინა, რაც გამარჯვებულთაგან ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი გახლდათ. ყველაზე შედეგიანი ანდრეა ჩინჩარინი გახდა, რომელმაც 13 ქულა და 15 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ეს გახლდათ ემილიელთა მე-3 გამარჯვება, თუმცა ბურჯანაძის გუნდს 10 მარცხი აქვს და გუნდი კვლავ ცხრილის ბოლოში იმყოფება. შემდეგ მატჩს რეჯიო ემილია 8 იანვარს, შინ სასარისთან გამართავს.