საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები საბერძნეთშია. ტიტე კალანდაძის გუნდი, რომელიც ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, 4-5 იანვარს საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. პირველი თამაში სალონკში დღეს გაიმართა და მძიმე ბრძოლაში 34-32 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დაძაბული და საინტერესო შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა 3 ბურთით, 17-14 წააგო. თუმცა, ეს სხვაობა, ბერძნებისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ მეორე ტაიმში თამაში გაეკონტროლებინა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის ეს მონაკვეთი 1 ბურთით 17-18 წააგეს, საბოლოოდ თამაში მოეგოთ. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ანგარიშის გათანაბრებაც (28-28) მოახერხა.
საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმში მკვეთრად გამოასწორა შეტევა, რომელშიც მეტწილად გამოირჩეოდნენ გიორგი ცხოვრებაძე, ნიკოლოზ კალანდაძე და გიორგი ლაპიაშვილი. ასევე კარგი თამაში ჰქონდათ გიორგი დიხამინჯიას, თემო ორჯონიკიძესა და ირაკლი კბილაშვილს. სამეული ნაკრებს, რომელმაც თბილისში გაიარა შეკრება, სალონიკში შეუერთდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ მეორე თამაშს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.