დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო ქართველი ოლიმპიური ჩემპიონების ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალმა. რიგით მე-18 ტურნირში, რომელიც ტრადიციულად ყოველწლიურად იმართება, 2022-2023 წლების გათამაშებაში მხლლოდ ექვსი გუნდი მონაწილეობს, რომელთა შორის ხუთი, „მეგა", „რუსთავი", „ვერა", „კაკტუსი" და თსუ სუპერლიგის წარმომადგენლები არიან, ხოლო ტყიბულის „ორბი", "ა" ლიგის გათამაშების წარმომადგენელია.
წილისყრის შედეგად, ორი ჯგუფი ჩამოყალიბდა, ჯგუფური ეტაპის თამაშები კი დღეიდან 4 იანვრიდან დაიწყო და 6 იანვარის ჩათვლით გაიმართება. გათამაშების ფორმატის თანახმად, თითო ჯგუფიდან ნახევარფინალში 2 საუკეთესო გავა. ნახევარფინალური დაპირისპირება 8 იანვარს შედგება, ხოლო 9 იანვარს ოლიმპიური სასახლე მემორიალური გათამაშების ფინალს უმასპინძელბს.
დღეს პირველი ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. „რუსთავმა" 104-90 სძლია „მეგას" და ნახევარფინალში თამაშისთვის ერთი ნაბიჯით წაიწია. ჯგუფის მეორე მატჩს ანატოლი ბოისას გაწვრთნილი ქვემოქართლელები „კაკტუსთან" გამართავენ, რომელიც დღეს ისვენებდა.
მეორე შეხვედრაში „ვერამ" ტყიბულის „ორბი" დაძაბულ ორთაბრძოლაში 8-ქულიანი სხვაობით, 89-81 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ „ა" ლიგის წარმომადგენელმა სოლიდური წინააღმდეგობა გაუწიეს სუპერლიგის გუნდს, თუმცა, საბოლოოდ ვერ გაიმარჯვეს.
მეორე ტურის მატჩები 5 იანვარს გაიმართება და შესაბამისად, პირველი 1/2 ფინალისტების ვინაობაც გაირკვევა. თსუ „ვერას" 14:00 საათზე შეხვდება, ხოლო „კაკტუსისა" და „მეგას" დაპირისპირება 16:00 საათზე დაიწყება
კალათბურთის ფედერაციის ფოტო