დღეს საქართველოს თასის გათამაშების კენჭისყრა გაიმართა
04.01.2023
ავტორი: კალათბურთის ფედერაცია
დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 2022-2023 წლების სეზონის საქართველოს თასის გათამაშების კენჭისყრა გაიმართა და ის წყვილების გაირკვა, რომლებიც ერთმანეთს ტურნირის პირველ ეტაპზე, მერვედფინალში დაუპირისპირდებიან.
საქართველოს თასის გათამაშებაში მონაწილეობას სულ 16 გუნდი იღებს. მათგან 11 სუპერლიგაში ასპარეზობს, ხოლო დანარჩენი 5 "ა" ლიგის მონაწილეა.
კენჭირსყრის შედეგად შემდეგი 8 წყვილი შეიქმნა:
- თსუ-დინამო
- რუსთავი-აწსუ (ქუთაისის, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი)
- კავკასია-ტყიბულის ორბი
- ოლიმპი-გთუნი
- კაკტუსი-ასტრალი
- დელტა-ტიტები
- ქუთაისი-ვერა
- ბათუმი-მეგა
გათამაშების პირველი ეტაპი სტარტს 12 იანვარს აიღებს.