3 იანვარს მსოფლიო პელეს დაემშვიდობება!
3 იანვარს მსოფლიო პელეს დაემშვიდობება!
03.01.2023
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, 3 იანვარს პელეს დაკრძალავენ. დაკრძალვამდე ფეხბურთის მეფე, „სანტოსის" სტადიონის ცენტრშია დასვენებული. სამოქალაქო პანაშვიდზე პელეს თაყვანისმცემლებს არ შეეძლებათ ფეხბურთელის ცხედარს ფიზიკურად შეეხონ. ბოლო პატივისმისაგებად მისული ხალხის ნაკადი იქნება მოძარავი, ისე, რომ ფეხბურთელთან გამომშვიდობება ბევრმა მოახერხოს. ამის შემდეგ, პელეს სასახლეს სელესტ არამტეს, ფეხბურთელის დედის სახლთან მიასვენებ, სადაც 100 წლის სელესტი ცხოვრობს, თუმცა, ჯანმრთელობის გამო, სახლის დატოვებას ვერ ახერხებს.


უშუალოდ სასაფლაოზე, პელეს დაკრძალვაზე მხოლოდ ოჯახის უხლოეს ხალხს დაუშვებენ, რამეთუ ლეგენდის დაკრძალვა, განსხვავებით პანაშვიდიდან, არ იქნება სამოქალაქო პროცესი. მსოფლიო ფეხბურთის მეფის ნეშთს Memorial Necropole Ecumenica-ს სასაფლაოზე დაკრძალავენ. სასაფლაოზე, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, რამეთუ მისი სიმაღლე 32 სართულს აღწევს და სანტოსის ღირშესნაობებშია შესული.



ნაკვეთი სადაც პელეს დაკრძალავენ სამწლიანი იჯარით, 6000-დან 20000 დოლარამდე დაჯდება, თუმცა, ადგილობრივი პრესა წერს, რომ არის კიდევ უფრო ექსკლუზიური ადგილები, სადაც საოჯახო სასაფლაოების ფასი 50000 დოლარამდეც ადის.


ბრაზილიის ექს-პრეზიდენტის ჟაირა ბოლსონარუს მთავრობამ, რომელსაც სახელისუფლებო ვადა 1 იანვარს უსრულდებოდა, ხელისუფლებიდან წასვლამდე, 2022 წლის 31 დეკემბერიდან, 2023 წლის 2 იანვრამდე პელეს საპატივსაცემოდ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. „პელე იყო უდიდესი ადამიანი და პატრიოტი, რომელიც სადაც არ უნდა ყოფილიყო ბრაზილიას სახელს უთქვამდა", - თქვა ბოლსონარუმ.



პელეს სიკვდილის შემდეგი პერიოდი კი, მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ დაიწყო. პრემიერ-ლიგაში მე-18 ტურის თამაშები წუთიერი აპლოდისმენტებით გაიხსნა, მოთამაშეებსა და თამაშზე მომსახურე პირებს შავი სამკლაურები ეკეთად. ფიფა-ს ყველა ღონისძიებაზე და ოფისებში დაუშვეს ორგანიზაციის ოფიციალური დროშები. ფიფა-ს პრეზიტენტმა ჯანი ინფანტინომ კი, ორგანიზაციის ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდა თითოეულ ქყევანაში, თითო სტადიონს პელეს სახელი დაარქვან.



სტატიაში გამოყენებულია @Getty Images-ის ფოტოები