2023 წელი ფეხბურთისთვის, განსაკუთრებით ქართველი ქომაგისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება და ამის მთავარი მიზეზი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატია, რომელსაც საქართველოს სამი ქალაქი - თბილისი, ქუთაისი და ბათუმი ზაფხულში უმასპინძლებს. იმას გარდა, რომ აღნიშნულ თამაშებს, ჩვენი ქვეყნის სამი მთავარი სტადიონი განახლებული და სრულად მორგებული შეხვდება უეფა-ს სტანდარტებს, ამ ქალაქებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტურისტების მასპინძლობა მოუწევთ და კონკრეტულ თამაშზე, მათი ქალაქის სტადიონზე ითამაშებს თუ არა საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, იმედს ვიტოვებთ, რომ ტრიბუნები სრულად იქნება სასვსე, ევროპული ფეხბურთისა და ახალი, შესაძლოა უკვე კარგად ნაცნობი სახეების საქომაგოდ, რომლებიც 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ნამდვილად შექმნიან საფეხბურთო ამინდს.
21 ივნისიდან თბილისში „დინამო არენაზე" და „მიხეილ მესხზე", 27 ივნისის ჩათვლით ითამაშებენ ბელგიურ-სენეგალელი წარმოშობის ამადო ონანა, ჩვენი ხვიჩა კვარაცხელია, ნიდერლანდელი ჯოშუა ზირკზე, პორტუგალიელი ფაბიო ვიეირა. 22-დან 28 ივნისის ჩათვლით, ბათუში „აჭარაბეთ არენაზე" და ქუთაისში „რამაზ შენგელიაზე" ჩაატარებენ თამაშებს - ჩეხი მატეი კოვარი, ლიელ აბადა ისრაელიდან, ბრიტანელი მორგან გიბს-უაითი, გერმანელი ჯონოთან ბუკრკარდტი. ამათ გარდა, უკვე ბოლოს ფინალისკენ საქართველოში, 8 ფეხბურთელიდან ჩამოსვლისა და ბათუმში ფინალის თამაშის შანსი აქვთ ხორვატ ლუკა სუჩიჩს, ფრანგ ედუარდო კამავინგას, იტალელ მარკო კარნესეჩის, ნორვეგიელ იორგენ სტრანდ-ლარსენს, რუმინელ დრაგუ რადუშინს, ესპანელ ბრაიან გილს, შვეიცარიელი კასტრიოტ იმერსა და უკრაინელ მიჰაილო მუდრიკს. ეს იმ ფეხბურთელების მოკლე ჩამონათვალია, რომელზეც 2023 წლის 1 იანვარს, უეფა თავის ვიდეო-ანონსში ამახვილებს ყურადღებას. აქვე გეტყვით, რომ 21-წლამდეთა შორის მოქმედი ჩემპიონი გერმანია, ჯგუფურ შეხვედრებს ბათუმში გამართავს.
2023 წელი მნიშნელოვანი იქნება საქრათველოს ეროვნული ნაკრებისთვის. ვილი სანიოლის გუნდს, სწორედ ზაფხულში მოუწევს რამაზ სვანაძესთან ფეხბურთელების „გაყოფა", რადგან 21-წლამდეთა ევროპის ჩემპიონატის თითქმის პარალელურად, ეროვნულ ნაკრებს, უეფა-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების გამართვა უწევს კვიპროსსა და შოტლანდიაში. პირველ შეხვედრას კი, ჩვენი გუნდი ბათუში, ჩაატარებს, 28 მარტს ნორვეგიის წინააღმდეგ. ბუნებრივია, ევროპის ეს შესარჩევი, უეფა-ს წლის მთავარი მოლენების ანონსში პირველ ადგილზეა. ბუნებრივია და მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, რამეთუ, საქართველოს ნაკრებს აქვს შანსი პირდაპირი გზით მოიპოვოს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ნანატრი საგზური.
საინტერესო იქნება 2023 წელი ქართული ფუტსალისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ აქ, ეროვნულ ნაკრებს 2024 წლის მსოფლიოს თასის მეინ-რაუნდში უწევს ასპარეზობა და 7 მარტს ბელგიაში გამართავს მნიშვნელოვან შეხვედრას, უეფა-ს არ ავიწყდება 19-წლამდეთა ევრო, სადაც საქართველოს 19-წლამდ ფუტსალის ნაკრები 21-26 მარტის ჩათვლით ლატვიაში, მეინ რაუნდის მე-4 ჯგუფში იასპარეზებს, ტურნირის მასპინძელი ლატვიის, ბელგიისა და ფინეთის 19-წლამდე ნაკრებებთან ერთად.
ბუნებრივია ის, რაც უეფა-სთვის არის ჩვეულებრივი რუტინა და ევროპული ფეხბურთის მთავარ სახლშიც არ თვლიან აუცილებლად, ამ რგოლის გამოყოფას, ჩვენ კი, ყოველწლიურად მოუთმენლად და ახალი იმედებით ველით - უეფა-ს ევროტურნირები, სადაც 2023-2024 წლის სეზონებზე კიდევ ერთხელ და იმედი გვაქვს, ამჯერად წარმატებულად იასპარეზებენ ქართული კლუბები, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაზე, საქართველოს 19-გზის ჩემპიონი „დინამო თბილისი", კონფერენს ლიგაზე ბათუმის „დინამო", გორის „დილა" და ქუთაისის „ტორპედო". ასევე, იმედი გვაქვს, რომ ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგაზე კარგი სტარტი ექნება, საქართველოს 2022 წლის ჩემპიონს ჩხოროწყუს „სამეგრელოს".
და ვინაიდან სიტყვამ ქალების ფეხბურთი მოიტანა, აქვე გეტყვით, რომ 2 მაისს უეფა-ს ქალთა ერთა ლიგის პირველი გათამაშების წილისყრა გაიმართება. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები, რომელიც ახალი მთავარი მწვრთნელის მოლოდინშია, С დივიზიონში იასპარეზებს. აღნიშნულ ტურნირში, მსგავსად მამაკაცთა ერთა ლიგისა, ჩვენს გუნდს, კარგი შანსი აქვს, თანაბარი დონის გუნდებთან დაიწყოს საქმის გარკვევა და დივიზიონებში დაწინაურება. თამაშები 2023 წლის შემოდგომაზე და 2024 წლის გაზაფხულზე გაიმართება. 2024 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე კი, ქალთა შორის ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება. ასე, რომ 2023 წელი, ჩვენი გოგონებისთვის, საკმაოდ საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი გზის დასაწყისია.
სრულად უეფა-ს 2023 წლის საფეხბურთო კალენდარი იხილეთ ბმულზე.
სტატიაში გამოყენებულია სფფ-ს (@მარიამ კეთილაძე) და @UEFA-ს იმიჯები