თბილისის ძიუდოს აკადემიაში დღეს საქართველოს 2022 წლის ჩემპიონატი დასრულდა. ასპარეზობის მესამე დღეს, მელდები 3 წონით კატეგორიაში გათამაშდა. გამომდინარე იქიდან, რომ 2 კოვიდური წლის შემდეგ, ფედერაციები IJF-ის მჭიდროდ შედგენილ კალენდარს მოერგნენ, წლის ბოლოს გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, ქვეყნის ძიუდოს ფედერაციამ დაუშვა გამონაკლისი და წონებში პირველ ნომრებს უფლება მისცა ქვეყნის პირველობა გამოეტოვებინათ. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველოს 2022 წლის ჩემპიონატს არც სახელები აკლდა და არც ლამაზი დაპირისპირებები.
ბელიაშვილის ქუჩაზე მოსულმა გულშემატკივარმა დღეს სამიდან ორი საინტერესო ფინალი იხილა, აი მესამეს მოლოდინში კი, მსაჯების მიერ შეჩერებული ორთაბრძოლის გამო, ვადაზე ადრე გამოვლინდა. აკრძალული ილეთის გამოყენების გამო, +100 კგ წონითი კატეგორიის ფინალში, რომელშიც ქუთაისის სახელით მოასპარეზე საბა ინანეიშვილი და თბილისის წარმომადგენელი გელა ზაალიშვილი ხვდებოდნენ, გამარჯვება შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წამში ქუთაისელ სპორტსმენს მიაკუთვნეს.
ამავე წონაში ბრინჯაოსთვის იჭიდავა ვარლამ ლიპარტელიანმა, რომელმაც ონისე ბუღაძე შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე ოსტატურად შებოჭა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი ლევან მატიაშვილმა მოიგო.
დღესვე -90კგ წონითი კატეგორიის გამარჯვებული უშანგი მარგიანი გახდა. -100კგ-ში კი საქართველოს ჩემპიონის ტიტული ერეკლე ბაზიერიშვილმა მოიგო.
-90კგ
1. მარგიანი უშანგი (სამტრედია)
2. ჭრიკიშვილი ავთანდილ (გარდაბანი)
3. სიდამონიძე ნიკა (ქარელი)
3. ხარაზიშვილი ნიკა (ქარელი)
-100კგ
1. ბაზიერიშვილი ერეკლე (თბილისი)
2. ჯაფარიძე მიხეილ (თბილისი)
3. ბერიაშვილი გიორგი (გარდაბანი)
3. საური ომარ (გორი)
ერთი დღით ადრე ამავე დარბაზში -73 და -81 კგ წონით კატეგორიებში გამოვლიდნენ გამარჯვებულები. აღნიშნულ წონებში, საქართველოს ჩემპიონები არიან გიორგი ტერაშვილი (-73კგ), რომელმაც წონაში მოქმედი ჩემპიონის რანგში იასპარეზა და ტიტულის შენარჩუნება ამოახერხა და ზაურ დვალაშვილი (-81კგ).
ძიუდოს ფედერაციის ფოტოები