ფეხბურთის მეფე მოკვდა!
ფეხბურთის მეფე მოკვდა!
29.12.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

29 დეკემბერი ფეხბურთის მეფის გარდაცვალების დღეა. პელეს ორგანიზმი ბოლო თვის განმავლობაში ექიმების მკურნალობას აღარ დაექვემდებარა. ბრაზილიელი ლეგენდა 82 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მოკვდა. სან-პაულოს Albert Einstein-ის ჰოსპიტალში პელემ ბოლო დღეები ოჯახის წევრებთან ერთად გაატარა და მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო მოახლოებული დასასრულის შესახებ, ის თავს მხნედ გრძნობდა და ოჯახის წევრებს ამხნევებდა.


ჰოსპიტალსი მყოფი პელე, იყო კონტაქტური და ბოლო მუნდიალსაც დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს. კატარის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი, პირად ინსტაგრამ-გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა:  „დღეს ფეხბურთი, როგორც ყოველთვის თავისი მშვენიერი ისტორიის თხრობას განაგრძობს. მესიმ პირველი მსოფლიო მოიგო, რასაც მისი განვითარების ტრაექტორია იმსახურებდა. ჩემმა მეგობარმა მბაპემ, ფინალში ოთხი გოლი გაიტანა. რა საჩხუქარი იყო ამ სანახაობის ცქერა, რომელიც ჩვენი სპორტის მომავლისთვის ასე საჭიროა. მე არ შემიძლია, არ მივულოცო მარკოს შესანიშნავი კომპანია. სასიამოვნოა დაინახო, როგორ ბრწყინავს აფრიკა. ვულოცავ არგენტინას, რა თქმა უდნა დიეგო ახლა იღიმის!"


მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის ოპერაცია 2021 წელს ჩაუტარდა და ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. 2022 წლის დასაწყისში მისი მდგომარეობა გაუარესდა. მედიკოსთა ერთი ნაწილის ცნობით მას ჰქონდა იმპლანტი, მაგრამ ცუდი რეაბილიტაცია, რამაც პელეს მდგომარეობა დაამძიმა. მოგვიანებით კი, მისმა ორგანიზმმა, ქიმიო-თერაპიის კურსი აღარ მიიღო.


ლეგენდარული ფეხბურთელი ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ 1940 წლის 23 ოქტომბერს ბრაზილიაში, ტრეს-კორასოინსში დაიბადა. მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელს  ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ  1958, 1962 და 1970 წლებში აქვს მოგებული.


„შთაგონება და სიყვარული ყოველთვის თან ახლდა მეფე პელეს, რომელიც დღეს გარდაიცვალა. თავისი მოგზაურობისას ედსონმა მოაჯადოვა მსოფლიო სპორტული გენიით, შეაჩერა ომი, იყო სოციალურად აქტიური მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ცდილობდა ყველამდე მიეტანა მოსაზრება, რომ ყველა პრობლემის წამალი არის სიყვარული. მისი ეს დღევანდელი გზავნილი არის მომავალი თაობების მემკვიდრეობა. სიყვარული, სიყვარული და სიყვარული, მუდამ" - ეს არის პელეს გარდაცვალების შემდეგ, მის ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ბოლო პოსტი.


ჯერ-ჯერობით არაა ცნობილი, თუ როდის დაიკრძალება ფეხბურთის მეფე. თუმცა, ნათელია, რომ 2023 წელს ის ყველაზე რეიტინგული ამბავი გახდება.