ტრადიციულად წლის ბოლოს ყველა ქვეყანაში ჯამდება სპორტული შედეგები. ავლენენ საუკეთესო სპორტსმენებს, მაგალითად, როგოც სეოკ-მა გააკეთა ეს და წელს, ტატო გრიგალაშილი დაასახელა საუკეთესოდ, სფფ-მ ხვიჩა კვარაცხელია, სერბეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა ზურაბ დათუნაშვილი... ნამდვილად ვერ გეტყვით, მსგავსი აქტივობა სხვა, რომელიმე ქვეყანაშიც არის თუ არა, მაგრამ ის, რომ საქართველოში, წლის ბოლოს სპორტული ექიმების ღვაწლიც ფასდება, ჩვენში უკვე კარგი ტრადიციაა.
27 დეკემბერს, თბილისში, „ჰოლიდეი ინში" 2022 წელი, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ შეაჯამა. „თეთრხალათიანებმა", თუმცა, სპორტულ ჭრილში, შესაბამისი გუნდის ეკიპირებით შემოსილებმა, ერთის შეხედვით ხალხმა, რომელთა ვინაობაც ხშირად, გულშემატკივარმა არ კი იცის. თუმცა, მათ გარეშე, ნებისმიერი სპორტსმენის, მითუმეტეს თანამედროვე სპორტში, ნაჩვენები შედეგი, რთულად მისაღწევი იქნებოდა.
ყველაზე სასიამოვნო და ალბათ, საამაყო ისიც არის, რომ ექიმებს, თავად სპორტსმენები აჯილდოვებენ. მაგალითად საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენმა სეოკ-ის ვერსიით ტატო გრიგალაშვილმა, სპორტული მედიცინის მხარდაჭერისთვის ვეტერანი მორაგბე და რაგბის კავშირის მოთამაშეთა კეთილდღეობის კოორდინატორი, ნოდარ ანდღულაძე დააჯილდოვა.
მსოფლიოს ყველაზე ძლიერმა კაცმა, ლაშა ტალახაძემ, წლის საუკეთესო რეაბილიტოლოგს ახალგაზრდულ ნაკრებში, ლევანი ლინნიკს მისცა პრიზი.
მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ, რომლისთვისა 2022 წელი მართლაც გამორჩეული იყო, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ფიზიკურ თერაპევტს, ალექსი ბუზალაძეს ჩააბარა კუთვნილი პრიზი ნომინაციაში, წლის საუკეთესო ფიზიკური თერაპევტი ოლიმპიურ სახეობებში.
ყველაზე სტაჟიანმა ოლიმპიელმა ნინო სალუქვაძემ, წლის საუკეთესო რეაბილიტოლოგი ჭაბუკთა ნაკრებში, ლაშა მამრიკიშვილი დააჯილდოვა...
საერთო ჯამში, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციამ, 12 ნომინანტი გამოავლინა. უკვე ჩამოთვლილთა გარდა, ამ დღეს დაჯილდოვდნენ:
- გიორგი მახვილაძე - საქართველოში, ფარიკაობაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ექიმ რეაბილიტოლოგი
- თორნიკე გოგიჩაიშვილი - წლის საუკეთესო ფიზიკური თერაპევტი სათამაშო სახეობებში
- ლაშა მამრიკიშვილი - წლის საუკეთესო რეაბილიტოლოგი ჭაბუკთა ნაკრებში
- დავით შამათავა - წლის საუკეთესო რეაბილიტოლოგი ოლიმპიურ სახეობებში
- გიორგი ჩანგელია - წლის საუკეთესო რეაბილიტოლოგი სათამაშო სახეობებში
- ვაჟა ომარაშვილი -წლის საუკეთესო რეაბილიტოლოგი 23 წლამდელთა ნაკრებში
- გიორგი მგელაძე - წლის საუკეთესო რეაბილიტოლოგი ოლიმპიურ ნაკრებში -
- თეა ადამია - წლის საუკეთესო ექიმი პარასპორტში
- თეიმურაზ ხვედელიძე - წლის საუკეთესო ექიმი კაცთა შორის
- საქართველოში, სპორტული მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის პროფესორი და ნუტრიციოლოგი, ქეთევან ბერიძე დაჯილდოვდა.
2022 წლის საუკეთესო ექიმი კი, მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი ნუცა შამათავა გახდა. წლის „მთავარი ექიმი", სპორტის მინისტრის მოადგილემ, სოსო ბაღათურიამ, ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კახაბრიშვილმა, ვეტერანმა მორაგბემ და პარლამენტის წევრმა, დავით კაჭარავამ დააჯილდოვეს.
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ფოტოები