ძიუდოს წელს ქვეყნის ჩემპიონატით აჯამებს
ძიუდოს წელს ქვეყნის ჩემპიონატით აჯამებს
28.12.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს თბილისში, ძიუდოს აკადემიაში, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის საქართველოს 2022 წლის ჩემპიონატმა აიღო სტარტი. ასპარეზობა 30 დეკემბერს დასრულდება. შეჯიბრის პირველ დღეს კი, მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა -60 და -66 კილოგრამ წონით კატეგორიებში.


-60კგ-ში, ბევრი ვარაუდობდა, რომ წონის ლიდერი და გუშინ გამოქვეყნებული IJF-ის მსოფლიო რეიტინგის  მიხედვით, წონის მე-11 ნომერი თემორ ნოზაძე, ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოგებას მარტივად მოახერხებდა. მითუმეტეს, რომ ნოზაძემ, ასპარეზობა 1/8 ფინალიდან დაიწყო, პირველი ორი ბრძოლაც მოიგო და ½  ფინალშიც გავიდა. თუმცა, აქ, მიულოდნელად ნიკა ხუზურაშვილთან დამარცხდა და ბრიჯნაოს მედლის მაძიებელთა შორის მოხვდა.


აქვე ვიტყვით, რომ წინითი კატეგორიის გამარჯვებული მოგვიანებით, სწორედ ნიკა ხუზურაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში, საბა გრიგალაშვილს მოიუგო. ბრინჯაოს მედლის მფლობელები კი, თემურ ნოზაძე და ამირან დარბაისელი გახდნენ.


ახალი სახელი გამოჩნდა -66 კგ წონით კატეგორიაში. იპოლიტე აქუბარდია, რომელიც საბოლოოდ, საქართველოს 2022 წლის ჩემპიონი გახდა, ასპარეზობა პირველი  წრიდან დაიწყო და ფინალის ჩათვლით, ყველა შეხვედრა მოიგო. ფინალში მან, ლევან ებალაშვილი დაამარცხა. ბრინჯაოს მედალოსნები კი, ლაშა ნადირაძე  და ბაგრატ ნინიაშვილი (IJF-ის #48, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატზე ბევრი ოქროს მედალს უქადდა) გახდნენ.


ხვალ, თბილისის ძიუდოს აკადემიაში, მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდება.  ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ საინტერესო განცხადება გამოაქვეყნა -  „აღმასკომის დებულების მიხედვით, სპორტსმენებმა, რომლებმაც 17 დეკემბერს იასპარეზეს საქართველოს სამბოს ჩემპიონატში, არ დაიშვებიან საქართველოს ძიუდოს ჩემპიონატში საასპარეზოდ"- ო და იქვე, PS-ის სახით დაამატა, რომ  „დაიშვება გამონაკლისი, რომლის შესახებაც დაინტერესებულმა სპორტსმენებმა მიმართონ საქართველოს ძიუდოს ფედერაციას". ასე თუ ისე, დღეს, -60კგ წონით კატეგორიაში არ უასპარეზია ჯაბა პაპინაშვილს, რომელმაც მიმდინარე წლის დეკემბერში გამართულ სამბოში, საქართველოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიგო.