დღეს, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ IJF-ის ბოლო, 2022 წლის იერუსალიმის მასტერსის შემდგომ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მამაკაცთა შორის ყველა წონით კატეგორიაში, აღნიშნულ სიას, 9296 სარეიტინგო ქულით, ტატო გრიგალაშვილი ლიდერობს! ამას გარდა წონითი კატეგორიების მიხედვით, 7 წონითი კატეგორიიდან სამში, მსოფლიოს მასშტაბით, წონის ლიდერები და შესაბამისად, პირველი ნომრები არიან ქართველი ძიუდოისეტბი არიან.
-73 კგ ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ ტატო გრიგალაშვილი
-100 კგ ილია სულამანიძე
წონითი კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის საბოლოო რეიტინგის მიხედვით რეიტინგის ათეულებში მოხვდნენ გიორგი სარდალაშვილი (-60კგ, 7), ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ, 6), ბექა ღვინიაშვილი (-90კგ, 3), ლუკა მაისურაძე (-90 კგ, 4), ლაშა ბექაური (-90კგ, 7), ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ, 10), გურამ თუშიშვილი (+100 კგ, 2).
რაც შეეხებათ გოგონებს, აქ, საქართველოს ნომერი პირველი ჯუდოკა, ეთო ლიპარტელიანი, -57 კგ წონით კატეგორიაში, მე-7 პოზიციაზეა. ჩვენი მძიმეწონოსოანი სოფიო სომხიშვილი (+78კგ) კი, მე-19 პოზიციაზეა.
საქართველოს ძიუდოისტების რეიტინგი 2022 წლის ბოლოს.
აქვე გეტყვით, რომ IJF-ის ეგიდით 2023 წლის პირველი შეჯიბრი, პორტუგალიაში გაიმართება, ალმადას გრან-პრი 28-30 იანვარს გაიმართება და ამ მომენტისთვის, საქართველო 6 წონით კატეგორიაში, 8 ძიუდოისთვის არის დარეგისტრირებული.