„ჯადოქარი“, „არაპროგნოზირებადი“, „მუხტი“ „არაშაბლონური“ – „კვარას“ 4 თვისება, რომელიც ბრიტანულმა goal.com-მა გამოარჩია
„ჯადოქარი“, „არაპროგნოზირებადი“, „მუხტი“ „არაშაბლონური“ – „კვარას“ 4 თვისება, რომელიც ბრიტანულმა goal.com-მა გამოარჩია
26.12.2022
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„და ახლა დადგა იმ კაცის დროც, რომელმაც უკვე დაიმსახურა „სეზონის კონტრაქტის" ჯილდო -„ნაპოლის" ქართველი ჯადოქარი ხვიჩა კვარაცხელია", - ასე იწყებს საუბარს, ქართველ ფეხბურთელზე, ცნობილი ბრიტანული გამოცემა goal.com, რომელიც თავის მხრივ, 2022 წლის მიჯნაზე, დღეს, 25 დეკემბერს, ევროპის ტოპ 5 ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების სიმბოლურ ნაკრებს ასახელებს:  ბრაის სამბა („ლანსი"), კირან ტრიპიერი („ნიუკასლ იუნაიტედი"), კიმ მინ ჯე („ნაპოლი"),  უილიამ სალიბა („არსენალი") ჟოაუ კანსელუ („მანჩესტერ სიტი"), კევინ დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი"), ჯამალ მუსიალა („ბაიერნი"), ლიონელ მესი (პსჟ), ნეიმარი (პსჟ), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი"),ერლინგ ჰაალანდი („მანჩესტერ სიტი"), რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა").

გამომდინარე ასაკიდან და მონდომებიდან, ხვიჩა, ალბათ მსგავს და სხვასდხვა გამოცემების გამოკითხვებში, გვინდა გვჯეროდეს, რომ არაერთხელ მოხვდება. დიდი ალბათობით, ხვალაც, 26 დეკემბერს, GFF Awards 2022-ზე, ხვიჩას რომელიმე პრიზი მაინც შეხვდება, თუ მთავარი არა. მანამდე კი, სასიამოვნოა, „კვარას" გვარის ხილვა მსოფლიო საფეხბურთ ვარკვლავების გვერდით, სადაც goal.com-ს საკუთარი არჩევანი, თითოეულ ფეხბურთელზე და მათ შორის „კვარაზეც", არგუმენტირებულად დასაბუთებული აქვთ.


„21 წლის ფეხბურთელი, რომელიც ბათუმის „დინამოდან",  მხოლოდ 10 მლნ.  ევრო დაუჯდათ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იყო ფენომენალური „ნაპოლის" შემადგენლობაში ჩატარებული პირველი 17 თამაშის შემდეგ, ამასთან დაიმსახურა მეტსახელი „კვარადონა", იქ სადაც კერპი დიეგო არის.


კვარაცხელია არ არის შაბლონური და  არაპროგნოზირებადია, არის ახალი თაობის ვინგერი, რომელის შესაჩერებლადაც მცველებმა, მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან, არ იციან რა იღონონ, მათ შორის  ტრენტ ალექსანდრ არნოლდმა, რომელმაც არ დაინდო ის, იმ შეხვედრაში, სადაც „ნაპოლიმ" ანგარიშით 4-1 გაანადგურა „ლივერპული" ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ შეხვედრაში.


ბოლო წლების განმავლობაში „ნაპოლი" რამდენიმე ფრონტზე იქცა ნამდვილ ძალად და რადგან ისინი კვარაცხელიათი „იმუხტებიან" არავინ იცის, სადამდე შეუძლიათ გასვლა", - წერს ბრიტანული გამოცემა, ჩვენი, ქართველი კვარაცხელიასადმი მიძღვნილ მოკლე ანოტაციაში. ალბათ, აქ კიდევ ერთი მომენტია საყურადღებო, ბრიტანულ გამოცემას, სტატიის მთავარი ფოტოს კოლაჟში, სამი ფეხბურთელი ჰაალანდი, მესი და კვარაცხელია ჰყავს გამოყვანილი.



სტატია მომზადებულია @goal.com -ის მიხედვით / ფოტო: @goal.com / Getty